x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„და ვქმენით ამა დღესა გამოფენაი და სჯა-ბაასი დიდი“ _ „ბიბლუსში“ „ისტორიული Sელფერის“ გამოფენა გაიმართება
image


17 მაისს, 19:00 საათზე „ბიბლუსი გალერეაში“ (კანდელაკის #7), „ისტორიული კვირეულის“ ფარგლებში, პროექტის „ისტორიული Sელფერის“ გამოფენა/წარდგენა გაიმართება.


ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ, გაიცნონ პროექტის „ისტორიული Sელფერი“ იდეის ავტორი, კოტე იანტბელიძე და მხატვარი, ლევან სილაგაძე, რომლის მიერ შექმნილ ისტორიულ „სელფებს“ სოც. მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.


მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტების ამსახველ „სელფებზე“ ლექციას წაიკითხავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბონდო კუპატაძე.



საღამოზე ჩატარდება გათამაშება, რომლის გამრჯვებულსაც სპეციალური პრიზი გადაეცემა.


ღონისძიება დაგეგმილია, „ისტორიული კვირეულის“ ფარგლებში, რომელიც 15 მაისს დაიწყება და 26 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ დღეების განმავლობაში, „ბიბლუსის“ ყველა მაღაზიაში იმოქმედებს დიდი ფასდაკლებები „საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის“, „ქართველი მეფეების“; „3D წიგნების“; სხვა ისტორიული სერიების წიგნებსა და „საქართველოს ინტერაქციული რუკის“ ნაწილებზე.


ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/877482069254210/

0
48
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0