x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ჟანა ფრისკეს ნათესავებმა მხოლოდ მესამედი თანხა დაუბრუნეს საქველმოქმედო ფონდს
image
საქველმოქმედო ორგანიზაცია "
Русфонд"-მა რომელიც მძიმედ დაავადებულ ბავშვებს ეხმარება, მხოლოდ მესამედი თანხა დაიბრუნა, რომელიც მომღერალ ჟანა ფრისკეს მკურნალობისთის იყო შეგროვილი.


7, 98 მილიონი რუბლი ანუ ეს არის მხოლოდ მესამედი თანხა, რომელიც ჟანა ფრისკენ ნათესავებს უნდა დაებრუნებინათ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით.ფონდმა დააზუსტა, რომ მიღებული თანხა ამოღებულია იმ გაყიდული ქონებიდან, რომელიც მომღერლისგან ერგოთ მის ნათესავებს.


"Русфонд"ელოდება ვალის მთლიანად დაფარვას.ეს თანხა მოხმარდება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს.


ორგანიზაცია იმას აღნიშნავს, რომ პირები, რომლებიც ჟანა ფრისკეს დახმარების აქციაში მონაწილეობდნენ შეუძლიათ თანხა უკან დაიბრუნონ ორი კვირის განმავლობაში.



შეგახსნებთ, რომ "Русфонд" 2017 წელს სასამართლოში უჩივლა მომღერალ ჟანა ფრისკეს ნათესავებს, რომლებმაც ფონდიდან 25 მილიონი რუბლი მიიღეს, ხოლო ხელშეკრულების მიხედვით გაუხარჯავი თანხა უკან უნდა დაებრუნებინათ.


ფონდმა ჟანა ფრისკეს მკურნალობაზე მხოლოდ 3, 3 მილიონ დახარჯულ რუბლზე მიიღო ანგარიშგება გარდაცვალების შემდეგ მისმა ნათესავებმა დარჩენილ თანხის დაბრუნებაზე უარი თქვეს, თან ამსასთანავე მათ ვერ შეძლეს დარჩენილი 22 მილიონზე დოკუმენტაციის წარდგენა.


შეგახსენებთ, ჟანა ფრისკე 2015 წლის 15 ივნისს გარდაიცვალა 40 წლის ასაკში გლიობლასტომით-თავის ტვინის სიმსივნის ყველაზე აგრესიული ფორმით.

0
209
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0