x
მეტი
  • 21.08.2019
  • სტატია:93713
  • ვიდეო:342177
  • სურათი:455927
"სუნიანიაო ვიღაც ქოცზე ამბობს ეს მორალურად აყროლებული" - თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე

image


საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენში, ემიგრანტებთან შეხვედრისას ხულოს მაჟორიტარ დეპუტატზე საუბრისას ასეთი რამ განაცხადა: "ფსიქიატრები რომ გაუქმდნენ ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის? სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაშია ერთმანეთთან?". საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატს ანზორ ბოლქვაძეს "დეგრადირებული" და "სუნიანი" უწოდა. სააკაშვილის ამ განცხადებას "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: "სუნიანიაო ვიღაც ქოცზე ამბობს ეს მორალურად აყროლებული. ვიღაც არარაობის გამო, შეუძლია რომ ასეთი ამაზრზენი უკულტურობა გამოავლინოს საჯაროდ. გამაოგნებელი მასშტაბის დეგრადაცია განიცადა".



0
1379
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
1379