x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134494
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
იაპონიის გაზაფხული ულამაზეს კადრებად - საკურას ვარდისფერი აფეთქება
"..როგორ გინდა, რომ
არ აღფრთოვანდე დილით,
როცა საკურა
გაზაფხულს უღებს კარებს
და ზამთრის კარებს კეტავს!"

პაატა ნაცვლიშვილი


“,

იაპონური საკურა - ეს არის გიგანტური ალუბლის ხე, დახუნძლული ულამაზესი ყვავილებით...


ეს სოცარი მცენარე იაპონიისა და იაპონური კულტურის სიმბოლოდაა აღიარებული.

საკურას ტოტი მეგობრობის, მწუხარებისა და რთულ დღეებში იაპონელ ხალხთან ერთად დგომის სიმბოლოდაც იქცა!

image ფოტოზე: იაპონია, საკურა 200 წლის


იაპონიაში ტურისტული ვიზიტისთვის საუკეთესო პერიოდად ითვლება იაპონური ალუბლის საკურას ყვავილობის სეზონი ანუ ჰ ა ნ ა მ ი, რაც იაპონურად „ყვავილით ტკბობას ნიშნავს“.

ამ პერიოდში იაპონიის დედაქალაქის თითქმის ყველა პარკი ვარდისფერ სივრცეში “იძირება”. ყვავილობის ტალღა გადაივლის მთელი ქვეყნის ტერიტორიას და მას კვალდაკვალ მიჰყვებიან იაპონელებიც და იქ ჩასული ამ საოცრების მნახველნი.

image

ყვავილობის დაწყებად მიიჩნევა ალუბლის ტოტებზე სულ მინიმუმ 5 გაშლილი ყვავილი და მეტი კვირტი ...

ვარდისფერი ყვავილებით ტკბობის პერიოდი დაახლოებით ერთ კვირას გრძელდება….

საკურას ყვავილობის ფესტივალი 27 მარტს აღინიშნება და ეს დღე იაპონიაში უკვე დღესასწაულამდეა აყვანილი. საკურას ფესტივალი ოფიციალურად II მსოფლიო ომის შემდეგ აღინიშნება და უკვე 400 წელზე მეტია იაპონელი ხალხი ზეიმობს ამ ულამაზესი ხის ყვავილობას…

image

საკურას ნაყოფი (საკურანბო), დამარილებული ფოთლები და ყვავილები გამოიყენება საკვებ პროდუქტებში.

ეს კი ის საოცარი ფოტოებია, რომლიც საკურას დიდებული ვარდისფერი აფეთქებით მოგხიბლავთ:

image



image


image


image


image


image


image



image


image


image


image


image


image


image

0
410
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
410
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0