x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ოსტრაკიზმი ათენის დემოკრატიაში

საბერძნეთი

ოსტრაკიზმი წარმოადგენდა ერთგვარ პოლიტიკურ მექანიზმს, რომლის საშუალებითაც ხდებოდა ათენიდან იმ პირის გაძევება, რომელიც საფრთხეს უქმნიდა დემოკრატიულ სტაბილურობას პოლისში. ეს მექანიზმი ახლადშექმნილი დემოკრატიის ტირანიისგან დაცვის ერთგვარ საშუალებას წარმოადგენდა და იგი კლისთენეს(ძვ.წ VI საუკუნე) რეფორმების შედეგად ჩამოყალიბდა ათენში.

ოსტრაკიზმის პროცესი ორი ნაწილისაგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე ეკლესია(ათენელი ხალხის დემოკრატიული ერთობა)წყვეტდა მოცემულ პირობებში უნდა განხორციელებულიყო ოსტრაკიზმი თუ არა. თუ შეკრებილთა უმრავლესობა დადებითად გადაწყვეტდა მოცემულ საკითხს, მაშინ ორი თვის შემდეგ კრება შედგებოდა აგორაზე. ამ პროცესში მონაწილეობას იღებდნენ ის მოქალაქეები, რომელთაც ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება, ქალებსა და მონებს ეს საკითხი არ ეხებოდათ.

image

მონაწილეები ოსტრაკონზე (თიხის ფირფიტა) დაწერდნენ იმ ადამიანის სახელს, რომელსაც უნდა დაეტოვებინა ათენი. ოსტრაკონები შეგროვდებოდა და დაითვლებოდა. ისტორიული წყაროები ნათლად არ ასახავს 6000 მონაწილე იყო საჭირო, რომ პროცესი შემდგარიყო, თუ 6000 დადებითი ხმა კონკრეტული პირის მიმართ. აღნიშნულ არჩევნებში “გამარჯვებულს“ 10 დღეში უნდა დაეტოვებინა პოლისი 10 წლით.

image

თუმცა ზოგ შემთხვევაში ოსტრაკიზმის გადაწყვეტილება უქმდებოდა და მოქალაქეს უკან დაბრუნების ნებართვა ეძლეოდა. მაგალითად ძვ.წ 461 წელს ათენელი კიმონი გააძევეს პოლისიდან, მაგრამ პერიკლეს მხარდაჭერით ძვ.წ 457 წელს უკან დააბრუნეს სპარტასთან მოლაპარაკებების საწარმოებლად.

ოსტრაკიზმის პირველი შემთხვევა იყო ძვ.წ 488/7 წელს ჰიპაკოსის წინააღმდეგ, რომელიც იყო ტირან პესისტრასოსის ნათესავი. საინტერესოა, რომ ეს პრაქტიკა ხშირად გამოიყენებოდა პოლიტიკურ ბრძოლებში. ბერძნულ- სპარსული ომის განმავლობაში სიტუაცია დაიძაბა ორ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურას- თემისტოკლესა და არისტიდეს შორის. თემისტოკლეს უნდოდა, შეექმნა ძლიერი ბერძნული ფლოტი, რასაც არისტიდესი ეწინააღმდეგებოდა. შედეგად ოსტრაკიზმის მეშვეობით ძვ.წ 483/2 წელს იგი პოლისიდან გაძევებული იქნა. დაახლოებით 12 წლის შემდეგ თემისტოკლესაც იგივე ბედი ერგო. როგორც პლუტარქე გადმოგვცემს, ათენიდან თემისტოკლეს განკვეთის მიზეზს არისტიდესა და კიმონთან მისი დაპირისპერაბა წარმოადგენდა.

ოსტრაკიზმი უკანასკნელად განხორციელდა 417/16 წელს. ამის შემდეგ ის აღარასდროს გამოუყენებიათ. ძვ.წ მეხუთე საუკუნის დასასრულს ათენური დემოკრატია კრიზისში შევიდა და მალე ოლიგარქიით შეიცვალა.

0
835
შეფასება არ არის
ავტორი:ნუცა გულიაშვილი
ნუცა გულიაშვილი
835
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0