x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
საუბრები სუპერგმირებზე - კინოთეატრ "ამირანში" "მარველის" სუპერგმირების მოყვარულებისთვის ღონისძიება გაიმართება

image

18 მაისს, 18:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში“ MARVEL-ის საღამო გაიმართება.
„მარველის“ სამყაროზე, მის გმირებსა და ანტიგმირებზე ვლოგერი, ირაკლი
კეკელია და „მარველის“ ისტორიების მთარგმნელი, გიორგი კიკაბიძე ისაუბრებენ.
ადგილზე მოეწყობა გათამაშებები, გამარჯვებულები „ადამიანი-ობობასა“ და
„რკინის კაცის“ ოფიციალური საკოლექციო ფიგურებითა და ისტორიებით, ე.წ.
storyteller-ებით დაჯილდოვდებიან.


ივენთი საერთაშორისო პროექტის, „მარველის სუპერგმირების საკუთარი
კოლექციის“ ფარგლებში იმართება, რომლის ოფიციალური წარმომადგენელიც
საქართველოში არის გამომცემლობა „პალიტრა L”.
პროექტი „მარველის“ 12 სუპერგმირის საკოლექციო ფიგურის ისტორიასთან ერთად
გამოცემას გულისხმობს. ეს გმირებია: ადამიანი-ობობა, რკინის კაცი, მწვანე გობლინი,
თორი, კაპიტანი ამერიკა, დედპული, შავი პანტერა, ადამიანი-ჭიანჭველა, სამურავი,
მაგნეტო, დოქტორი სტრეინჯი, დოქტორი რვაფეხა. Storyteller-ები მოიცავს როგორც
გმირების, ასევე კომიქსებისა და სრული ინდუსტრიის ისტორიებს.


საკოლექციო ფიგურები ისტორიასთან ერთად 2 კვირაში ერთხელ გამოიცემა. „მარველის“
ოფიციალური შეფუთვების შეძენა შესაძლებელია პრესის გავრცელების წერტილებში,
„ბიბლუსისა“ და „პეპელას“ მაღაზიათა ქსელში.
ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/437419417059801/

0
6
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0