x
image
Yoona
Mediator image
ცხელი ლავაშის რულეტი კარტოფილით და სოკოთი: წასახემსებელი, რომელსაც ყველაზე მეტად აქებენ
ცხელი ლავაშის რულეტი კარტოფილით და სოკოთი წარმოუდგენლად ხრაშუნა და უჩვეულოდ გემრიელია. გთავაზობთ ლავაშის ორიგინალურ წასახემსებელს.

image

ინგრედიენტები 4 პორციაზე:

  • 2 ლავაში
  • 500 გრ კარტოფილი
  • 1 ხახვი
  • 3 კბილი ნიორი
  • 300 გრ სოკო
  • 1 კონა მწვანილი
  • 4-5 ს/კ მზესუმზირას ზეთი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით


მომზადება:


1. გასუფთავებული კარტოფილი მარილიან წყალში მოხარშეთ.

2. ხახვი წვრილად დაჭერით და 2 ს/კ მზესუმზირას ზეთში 3 წუთით შეწვით, სოკო დაუმატეთ და კიდევ 5-7 წუთით მოამზადეთ.

3. კარტოფილი დაჭყლიტეთ, ცოტა კარტოფილის ნახარში გამოიყენეთ, სოკო ხახვით, დაჭრილი მწვანილი და დაქუცმაცებული ნიორი დაუმატეთ. შიგთავსს მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ.

image

4. ლავაშის ფურცლებზე ნახევარი შიგთავსი დაადეთ და წაუსვით. მეორე ფენა ლავაში დაადეთ, კვლავ შიგთავსი წაუსვით. რულეტი დაახვიეთ. მცირე ნაჭრებად, დაახლოებით 2 სმ სისქეზე დაჭერით, გაცხელებულ ზეთში ორივე მხრიდან შეწვით.

სუფრაზე რულეტები ცხელი სახით გაიტანეთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. ექსპრესს ხორცი: ნებისმიერ ხორცს 5 წუთში ვამზადებთ

image

2. საიდუმლო ინგრედიენტი, რომელიც ხორცს უფრო რბილს ხდის

image

3. ასე მომზადებულ ღვიძლს ჭამს ყველა მაშინაც კი, თუ არ უყვარს

image

4. როგორ მოვამზადოთ ნამდვილი კეტჩუპი სახლის პირობებში

image

5. სალათი „წვრილი წელი“: 100 გრ კერძი მხოლოდ 38 კალორიას შეიცავს

image

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი


0
616
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
616