x
მეტი
  • 24.08.2019
  • სტატია:93860
  • ვიდეო:342248
  • სურათი:456116
გოგონა, რომელიც 5 წლის ასაკში დედა გახდა - წარმოუდგენელი ამბავი, რომელმაც მსოფლიო შეძრა

image

ლინა მედინა 2015 წლის ნოემბერში 82 წლის ასაკში გარდაიცვალა, მის შესახებ ალბათ, არავის არაფერი ეცოდინებოდა, რომ არა, ერთი უჩვეულო ისტორია, რომელიც მას დიდი ხნის წინ, თავს გადახდა. 1939 წლის 14 მაისს ლინა დედა გახდა. ის მაშინ 5 წლისა და 7 თვის იყო. გოგონას სრულიად ჯანმრთელი ბავშვი შეეძინა. ეს დაუჯერებელი მოვლენა ოფიციალურად დოკუმენტირებული იქნა, ხოლო მედიცინის ისტორიაში - 5 წლის ლინა მედინა ყველაზე ახალგაზრდა დედად აღიარეს.


image


გოგონა პერუს ერთ - ერთ ღარიბ სოფელში, 1933 წელს დაიბადა, როცა ის 5 წლის შესრულდა, ბავშვის დღითიდღე, უცნაურად მზარდი მუცელი მშობლებს ჯერ სიმსივნე ეგონათ, ხოლო "ის" რაც ჩატარებული კვლევების შედეგად დადასტურდა, ვერც ოჯახის წევრები და ვერც ექიმები, დიდი ხნის განმავლობაში ვერ იჯერებდნენ.. ამიტომ, ლინას მკურნალმა ექიმმა ჟერარდო ლოსადამ გოგონა დამატებითი კვლევებისთვის სასწრაფოდ დედაქალაქში გადაიყვანა, ფეხმძიმობა ლიმაშიც დადასტურდა, გოგონა არც მეტი, არც ნაკლები ორსულობის უკვე მეშვიდე თვეში იყო.


image


1939 წლის 14 მაისს ლინა მედინამ ვაჟი გააჩინა. მცირე ზომის მენჯების გამო, ბუნებრივი მშობიარობა შეუძლებელი იყო, ამიტომ ექიმების გადაწყვეტილება - საკეისრო კვეთაზე შეჩერდა. ბიჭუნა 2700 წონის დაიბადა და მას მკურნალი ექიმის საპატივსაცემოდ - ჟერარდო დაარქვეს.


image


ამ უჩვეულო შემთხვევის შესახებ ანგარიში სამედიცინო ჟურნალში - "La Presse Medicale" გამოქვეყნდა. როგორც აღმოჩნდა, ჰორმონალური დარღვევის შედეგად გოგონას სქესობრივი მომწიფება ადრეულ ასაკში დაეწყო: მენსტრუალური ციკლი მას 8 თვისას, ხოლო სარძევე ჯირკვლების ჩამოყალიბება და მენჯის შესამჩნევი გაფართოების პირველი ნიშნები უკვე 4 წლის ასაკში აღენიშნა.


image


10 წლამდე ლინას ვაჟს, როგორც მის ძმას ისე ზრდიდნენ, მოგვინებით კი მას ოჯახური საიდუმლოც გაანდეს. ჟერარდომ 40 წლამდე იცოცხლა და ძვლის ტვინის დაავადებით 1979 წელს გარდაიცვალა. ლინა მედინა გათხოვდა, 39 წლის ასაკში ის დედა უკვე მეორედ გახდა.


imageimage

ლინა ვაჟთან ერთად (მარცხნივ)


ლინა ინტერვიუს არასდროს იძლეოდა და ჟურნლისტებთანაც ურთიერთობას ყოველთვის ერიდებოდა. ბავშვის მამის შესახებ ის არასდროს საუბრობდა. კითხვა, რომელიც ბევრს არ ასვენებდა, სამუდამოდ უპასუხოდ დარჩა. ცნობილია, რომ 1939 წელს გოგონას მამა, შვილის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს, თუმცა, ბრალის დაუმტკიცებლობის გამო მალევე გაათავისუფლეს. ერთ - ერთი ვერსიით, ლინა რიტუალური ორგიის მსხვერპლი გახდა, რომლითაც პერუელი ინდიელების სოფლებში, მასობრივი ღრეობები სრულდებოდა. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდებია - საშინელი საიდუმლო ლინა მედინამ საფლავში წაიღო.


image



0
193
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
193