x
მეტი
  • 20.05.2019
  • სტატია:90136
  • ვიდეო:340051
  • სურათი:452464
ოთო ნემსაძე ევროვიზიის ფინალში ვერ გადავიდა

''ევროვიზიის'' სიმღერის რიგით 64-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალი თელ-ავივში გაიმართა.


image


ოთო ნემსაძე ევროვიზიის პირველი ნახევარფინალიდან ფინალში ვერ მოხვდა.


''ევროვიზიის'' ათი ფინალისტი გახდა: საბერძნეთი, ბელარუსია, სერბეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ჩეხეთი, ავსტრალია, ისლანდია, სან მარინო და სლოვენია



ჟიურის გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა, თუმცა ეს ქულები კონკურსანტის მთლიანი შეფასების ნახევარი გახლდათ. გადამწყვეტი მნიშვნელობა მაყურებლის ხმებს ენიჭება.



image



''ევროვიზიის'' სიმღერის რიგით 64-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალი თელ-ავივში გაიმართა. ამ საერთაშორისო კონკურსში წელს 41 ქვეყანა მონაწილეობს. პირველ ნახევარფინალზე მხოლოდ 17 ქვეყანა წარდგა ''ევროვიზიაზე'' მაყურებლის წინაშე. ეს ქვეყნებია: კვიპროსი, მონტენეგრო, ფინეთი, პოლონეთი, სლოვენია, ჩეხეთი, ბელარუსი, სერბეთი, ბელგია, საქართველო, ავსტრალია, ისლანდია, ესტონეთი, უნგრეთი, პორტუგალია, საბერძნეთი და სან მარინო. ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი მეთერთმეტე ნომრად გამოვიდა და სიმღერა – „სულ წინ იარე“ შეასრულა.




2
176
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
176
  
15 მაისი, 16:16
ვაიმე, ე სრაიყო :@ როდენმდე უნდა აგზავნონ ევროპაში ასეთი მუსიკა.
15 მაისი, 16:13
ვიდეორატო არ ირთვება?
0 1 2