x
image
ზოგადი განათლება
ნახეთ როგორ ეფექტურად წარდგა ოთო ნემსაძე ''ევროვიზიის'' პირველ ნახევარფინალზე
Oto Nemsadze•ოთო ნემსაძე ევროვიზიის მაყურებლის წინაშე ეფექტური შოუთი წარდგა. ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი მეთერთმეტე ნომრად გამოვიდა და სიმღერა – „სულ წინ იარე“ შეასრულა.



image


ოთო ნემსაძის გამოსვლის დროს ეკრანებზე მითითებული იყო მოკლე ტექსტური შეტყობინებისა (სმს) და ტელეფონის ნომრები. უცხოეთში მცხოვრებ გულშემატკივრებს ხმის მიცემა სწორედ ამ ნომრებზე შეუძლიათ. ერთი ნომრიდან შესაძლებელია 20 ზარის განხორციელება.


ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალი დღეს თელ-ავივში გაიმართა. ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალი 16 მაისს, ფინალი – 18 მაისს გაიმართება, პირდაპირ ტრანსლაციას კი საქართველოს პირველი არხი 23:00 საათიდან შემოგთავაზებთ.






0
136
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0