x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მე როგორც მოქალაქე, რატომ ვარ ვალდებული რომ ეკლესიის პოლიტიკას გავყვე ბრმად?

image


ცოტა ხნის წინ მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ გადაცემაში - "რეაქცია" სტუმრობისას 17 მაისის ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა რომ ის ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. აი, კონკრეტულად რა განცხადებას ავრცელებს მომღერალი ინგა გრიგოლიას ეთერით: "თავი უნდა მოვიტყუოთ რომ ვთქვათ, რომ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღე ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს საპატრიარქომ არ დაამთხვია. ეს, არის ტყუილი. დაპირისპირებას რაც შეეხება, ეს, არ არის რელიგური მხრიდან გაკეთებული. ეს, მაინც საპატრიარქოს პოლიტიკაა. ეს დამტკიცდა 2013 წელს. როდესაც ხალხი ჰომოფობიასთან ბრძოლისთვის შეიკრიბა, ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი ცუდია, არ შეიძლება ხალხის ჩაქოლვა, მაშინ განზე არ იდგა საპატრიარქო. რაც მახსენდება, არის მეუფე იაკობი, რომელმაც არაერთი პოლიტიკური მესიჯი გაუგზავნა ხელიხუფლებას, რომ თუ ამას მხარს დაუჭერთ, ბევრ ხალხს გამოიყვანდნენ და ასეც მოხდა. მოხდა ცუდი ფაქტი. ეს, იყო თუ არა ძალადობა? ვფიქრობ, რომ იყო. ქრისტიანობა არ განსაზღვრავს რამდენად არის ჩაბმული ადამიანი ეკლესიის პოლიტიკაში. ეკლესიას აქვს თავისი პოლიტიკა. მე როგორც მოქალაქე, რატომ ვარ ვადებული რომ ეკლესიის პოლიტიკას გავყვე ბრმად?"




0
237
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
237