x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როდის არ უნდა ვისესხოთ და არ უნდა გავასესხოთ ფული?
ფული, ეს ყველაზე ბრწყინვალე გამოგონებაა, რაც კაცობრიობას გააჩნია და სამყარო მის გარეშე, რთული წარმოსადგენია. თუმცა, დროთა განმავლობაში, მისი მოპოვების სურვილი ძალიან გაიზარდა და დღეს ნამდვილ კულტს წარმოადგენს.



image



გასაკვირი არ არის, რომ მრავალმა ადამიანმა მიაგნო და გამოცადა ფულის დაკარგვის და მოპოვების გზებს, გაითვალისწინა ცრურწმენები და ხალხური რჩევა-დარიგებები. დღევანდელ სტატიაში კი შევეცდები გადმოგცეთ უკვე ნაცადი და გამოცდილი ხერხი, თუ როგორ მოვიხვეჭოთ ფული და როდის არ ვისესხოთ და არ გავასესხოთ თანხა.




როდის არ უნდა გავასესხოთ ფული?



1. თუ მსესხებელი ამ ნასესხები თანხით აპირებს დაფაროს კრედიტი ან რაიმე სახის ფინანსური დავალიანება. ამ შემთხვევაში კრედიტორი ძალიან რისკავს, რადგან ფინანსურ წარუმატებლობას იზიდავს ამით და შესაძლოა თავად აღმოჩნდეს ვალებში.




2. თუ მსესხებელი დაკრძალვაში აპირებს ამ თანხის დახარჯვას. ამ შემთხვევაში კრედიტორის საყვარელ ადამიანს შეექმნება საფრთხე. ამიტომ, მოსალოდნელი ცუდის თავიდან აცილებისთვის, ამ მიზნისთვის ან ნუ გაასესხებთ თანხას, ან უბრალოდ აჩუქეთ მსესხებელს.

image


3. თუ მსესხებელს უკანასკნელ თანხას აძლევთ რაც გაგაჩნიათ და თავად არაფერი გრჩებათ იმიტომ, რომ წუთი-წუთზე ელოდებით ხელფასის დარიცხვას ან გზავნილს, ეს შეცდომაა. ეს დიდი პრობლემას და ფინანსურ დანაკარგებს გამოიწვევს.



4. თუ მსესხებელს ფულს კვირა დღეს ან დაღამებულზე აძლევთ, ეს გამოიწვევს სიღარიბეს და წარუმატებლობას.


image





როდის არ ვისესხოთ ფული?



მართალია ვისაუბრეთ ფულის გასესხების არასასურველ ფაქტორებზე, თუმცა არანაკლებ სკრუპულეზურია ფულის სესხების საკითხი.


1. ექსპერტები არ გვირჩევენ ფული ვისესხოთ ორშაბათ დღეს.



2. სამშაბათს შეგიძლიათ, რომ მხოლოდ დღის პირველ ნახევარში ისესხოთ ფული.



3. ოთხშაბათს დილით არა, თუმცა საღამოს შეგიძლიათ ისესხოთ ფული და დაფაროთ ვალები.



image



4. ხუთშაბათი, ფულის ოპერაციების შესასრულებლად, ყველაზე ხელსაყრელი და ენერგეტიკული დღეა. ამიტომ, ხუთშაბათს განხორციელებული ყველა ტიპის ფინანსური გარიგება, ძალიან ნაყოფიერი იქნება ყველა შემთხვევაში.



5. პარასკევი ცუდი დღეა ფულის დასაბრუნებლად, ამიტომ თუ ნასესხები გაქვთ და მის დაბრუნებას პარასკევს აპირებდით, გაგაფრთხილებთ, რომ დიდი ალბათობით მის დაბრუნებას ვერ მოახერხებთ. კრედიტორის რისხვის თავიდან აცილების მიზნით, უმჯობესია, თუ დაბრუნების დღედ პარასკევს არ აირჩევთ.



image



6. ფულადი ტრანზაქციებისთვის შაბათი ერთ-ერთი ხელსაყრელი დღეა. თუ ფულის სესხება-გასესხებას დააპირებთ, მაშინ ეს დღის ბოლომდე უნდა მოახერხოთ, გახსოვდეთ, რომ დადებითი ენერგია ამ ოპერაციების შემთხვევაში, მხოლოდ დღის ბოლომდე მოქმედებს.






იხილეთ აგრეთვე:



არასოდეს აიღოთ ძირიდან, ქუჩაში ნაპოვნი ეს ნივთები- ეს უნდა იცოდეთ რატომ!image






ნივთებს, რომლებიც ყველას გაქვთ სახლში, უბარაქობა და უიღბლობა მოაქვს - სასწრაფოდ გადაყარეთ!image






სიტყვები, რომლებიც სარკის წინ არასოდეს არ უნდა თქვათimage


0
921
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
921
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0