x
მეტი
  • 24.08.2019
  • სტატია:93860
  • ვიდეო:342248
  • სურათი:456116
ლევან ფხოველიშვილი - საქართველოს კიკბოქსინგის ისტორიის ღირსეული წარმომადგენელი

image

დედოფლისწყაროს კიკბოქსინგის კლუბი „ჩემპიონი“ თითქმის სამ ათეულ წელს ითვლის, ამ დროის განმავლობაში მუდმივად მიმდინარეობს „თაობათა ცვლა“, ასეულობით ახალგაზრდამ დაღვარა ოფლი და თუნდაც ერთხელ მაინც ჩაყლაპა ჩვენი დარბაზის „მტვერი“.

როგორც ვთქვით ასეულობით სპორტსმენი გაიზრდა ჩვენთან მაგრამ არიან ისეთი ადამიანები რომლებმაც კლუბი „ჩემპიონი“-ს და ქართული კიკბოქსინგის ისტორიაში თავისი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერეს და დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოში კიკბოქსინგის განვითარებასა და პოპულარიზაციაში.
სწორედ ამ თითზე ჩამოსათვლელი სპორტსმენების სიაში ერთ-ერთი დედოფლისწყაროელი ლევან ფხოველიშვილია.

ადამიანი რომელიც ყოველთვის გამორჩეული იყო საკუთარი ინტელექტით, პატიოსნებით, წესიერებით, შრომისმოყვარეობით, საქმისადმი ერთგულებით და ყველაფერ ამას ემატებოდა მისი პროფესიონალიზმი სპორტში, მაღალი ტექნიკური კლასი და ორთაბრძოლის წარმართვის ოსტატობა ეს ლევანის იმ თვისებათა მოკლე ჩამონათვალია რომლის დახმარებითაც მან საკუთარი მომავალი სპორტული თუ კარიერული თვალსაზრისით სწორი გზით წარმართა და ჩამოყალიბდა ისეთ პიროვნებად რომლის მიმართაც ყველა დადებითად იმსჭვალება .
სპორტული კარიერის განმავლობაში, მაშინ როცა ქართველ კიკბოქსინგელთა თაობა მოწოდების სიმაღლეზე იმყოფებოდა ლევანმა მოიპოვა არაერთი საერთაშორისო თუ ეროვნული დონის წარმატება, გახდა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და რესპუბლიკური ტურნირების გამარჯვებული. დაამარცხა თავის წონით კატეგორიაში იმ დროს საქართველოში მოღვაწე ყველა პირველი ნომერი, მისი ორთაბრძოლების მიმდინარეობისას დარბაზში ყოველთვის იგრძნობოდა მაყურებლებში დაძაბულობა და ადრენალინის სიჭარბე, არ ცხრებოდა ოვაციები და რინგიდან გადმოსულ გამარჯვებულ ლევანს ყველა განსაკუთრებული პატივისცემით ულოცავდა წარმატებას.

თუმცა როგორც იმ დროს მოღვაწე სპორტსმენების უმეტესობა ლევანიც დროისა და სივრცის „მსხვერპლი“ გახდა, იმ პერიოდში საქართველომ დაკარგა არაერთი მაღალი კლასის სპორტსმენი მათ შორის ლევანიც, რომელიც თავისი შესაძლებლობებით და ოსტატობით დღეს მსოფლიო კლასის სპორტსმენებს არ ჩამოუვარდებოდა..

ლევან ფხოველიშვილი დღეს პროფესიულ, იურიდიულ საქმიანობას ეწევა და საკმაოდ წარმატებულადაც.

გაუმარჯოს საქართველოს ღირსეულ შვილებს! ლევანი გუნდი „ჩემპიონი-„ს და დედოფლისწყაროს ისეთი ნაწილია რომლითაც ყოველთვის შეგვიძლია ვიამაყოთ! - აღნიშნავს მისი მწვრთნელი თამაზ ყარაგვეზაშვილი

ლევანის შესახებ ასევე საუბრობს მისი მეგობარი და თანაგუნდელი ნოდარ ცხვრებაძე: ლევანი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი მაღალი კლასით და მაღალი საბრძოლო ინტელექტით...ის ყოველთვის ამსხვრევდა იმ პერიოდში არსებულ სტერეოტიპს, რომ სპორტსმენი აუცილებლად უნდა ყოფილიყო კუნთმაგარი და გონებაჩლუნგი... ლევანი იყო ძლიერი კიკბოქსიორი და ამავდროულად კარგი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლე-სტუდენტი. ხოლო ახლა არის წარმატებული იურისტი.
-
ვიბრძოლოთ ერთად #ძლიერისაქართველოსთვის იხილეთ პოსტი სრულად

0
82
1-ს მოსწონს
ავტორი:ნუგზარი ყარაგვეზაშვილი
ნუგზარი ყარაგვეზაშვილი
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0