x
მეტი
  • 24.05.2019
  • სტატია:90352
  • ვიდეო:340214
  • სურათი:452633
ფოტოგრაფი,რომელიც ქალის ნატურალურ სილამაზეს იდეალურად გადმოგვცემს

image

ბერლინის გალერეა Camera Work -ში აპრილიდან ივნისის ჩათვლით მიმდინარეობს ავსტრალიელი ფოტოგრაფის რასელ ჯეიმის გამოფენა "ანგელოზები და ხატები" (Angels and Icons), არა, აქ რელიგია არაფერ შუაშია, თუ არ ჩავთლით ქალის ულამაზეს შიშველ სხეულს ღვთის მოვლინებად დედამიწაზე.


რასელ ჯეიმსმა თავის დროზე შემდუღებლად და პოლიციელად იმუშავა, ახლა პროფესიონალი ფოტოგრაფია და ისეთი ფოტოხელოვანების გვერდით მოიხსენიებენ, როგორებიცა ირვინგ პენი ან ჰელმუტ ნიუტონი, რასელ ჯეიმსმა მსოფლიოში სახელგანთქმულ სუპერმოდელებთან იმუშავა და დიდი წვლილი შეიტანა სილამაზის თანამედროვედ აღქმაში.



" 1996 წელს ვცდილობდი მომეძებნა მენეჯერი და მათ როდესაც ჩემი წარდგენა სურდათ მთავარი პრობლემა იყო, ის რომ მეკითხებოდნენ" ვინ გინდა იყო? " მე ვპასუხობდი: "ფოტოგრაფი". ისინი ისევ მეკითხებოდნენ: "დიახ, მაგრამ რა სახის?ნატურის თუ მოდის?" მე ისევ ვპასუხობდი : "მე ვარ ფოტოგრაფი!" ჩემი შთაგონებაა ხაზები, ფორმები - ეს იქნება კაბა თუ ლამაზი სახე, მამრი აბორიგენი ან კიდევ ახალგაზრდა ლამაზი მოდელი. რა შთამაგონებს?..თვითონ ცხოვრება შთამაგონებს "-ამბობს ფოტოგრაფი.

image

image

image

image

image


image

image

image

image

imageრასელ ჯეიმსი უპირველეს ყოვლისა ცნობილია, როგორც Victoria's Secret-ის ერთ-ერთი მთავარი ფოტოგრაფი, ამასთანავე მისი ნამუშევრები ქვეყნდება ისეთ ცნობილ ჟურნალებში როგორებიცაა:Vogue, Sports Illustrated, American Photo, W, Marie Claire და GQ.



ფოტოგრაფს თითქმის ყველა ცნობილ სუპერმოდელთან უმუშავია.მათ შორის არიან ალესანდრა ამბროსიო, ტაირა ბენქსი, ნაომი კემპბელი, კაროლინა კურკოვა, ადრიანა ლიმა, მიშელ ალვესი, მარისა მილერი, ჰაიდი კლუმი, მირანდა კერი და სხვები.


image

0
318
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
318
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0