x
image
ვიზა კოხაძე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქალი, რომელსაც 27 წელია ხილის გარდა არაფერი არ უჭამია

imageავსტრალიის მკვიდრი ქალბატონი ენი ოსბორნი თავისი ცხოვრების ბოლო 27 წლის მანძილზე მხოლოდ და მხოლოდ უმი ხილით იკვებება და საერთოდ არაფერი არც გაუსიმჯავს ამ ხნის მანძილზე.მიუხედავად ამისა, ის თავს არაჩვეულებრივად გრძნობს. მიუხედავად იმისა, რომ დიეტოლოგებს ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ "fruitorialism" მიმართ, ქალი იმდენად ჯანმრთელი და ჯანსაღია, მისი ორი ვაჟიც ცდილობენ დედის მაგალითი აიღონ.ერთადერთი უარყოფითი ამ უნიკალურ დიეტაში ფინანსები და ფულია. მოგეხსენებათ, ხილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან ძვირი ღირს და გამონაკლისი არც ავსტრალიაა ამ მხრივ.ცოტა ხნის წინ ენი ოსბორნი 52 წლის გახდა.ის უკანასკნელი 27 წლის მანძილზე მარტო უმი ხილით იკვებება და როგორც ის გამომცემლობა "Metro" საუბარში აცხადებს, ენი ოსბორნმა თავისი პრინციპები მეორე შვილის გაცენის შემდეგაც არ შეცვალა.როგორც ქალბატონი ენი აღნიშნავს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს განუწყვეტლივ ხილის ჭამას და ამ დიეტის შენარჩუნებას. სწორედ ის არის მთავარი ფაქტორი, რომ 52 წლის ასაკშიც არ გრძნობს თავს დაღლილად და ჯანმრთელობის პრობლემები ნამდვილად არ აწუხებს.imageimageimageimageაი, რა განაცხადა მან ინტერვიუში: – " ამ დიეტაზე თავს ვგრძნობ ჯანმრთელად და ენერგიულად, მე მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ცხოველები ვართ, რომლებიც იწყებენ უმი ხილის, წვნიანი ბოსტნეულის, სხვადასხვა საკვები პროდუქტების ფესვების, თხილის ჭამას, რომლებსაც ცხოველებიც ეძებენ გარემოში. სწორედ ესაა მიზეზი, რატომ ავირჩიე მე მხოლოდ უმი ხილის ჭამა".მისი მენიუ შედგება: მანგო, ნესვი, ბანანი, ავოკადო და ცნობისათვის ეს ხილი საკმაოდ მაღალკალორიულია, რომლებიც საშუალებას გვაძლევს დავძლიოთ შიმშილის გრძნობა.მიუხედავად იმისა, რომ ხილის დიეტა სარგებელს აძლევს მის ჯანმრთელობას, მაინც ძვირი სიამოვნებაა. ქალბატონი ენი ოსბორნი კვირაში 200 ავსტრალიურ დოლარს ხარჯავს, რადგან ის ყოველთვის ცდილობს საუკეთესო აირჩიოს - წერს "gubdaily".imageimage

0
803
5-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
Mediator image
Mediator image
Mediator image
803
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0