x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ევროკომისიამ საქართველო 100%-ით ევროპულ სახელმწიფოდ დაასახელა

imageევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა, ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მაღალი დონის კონფერენციაზე გამოსვლისას საქართველოს სრულიად ევროპული სახელმწიფო უწოდა:


ჟან-კლოდ იუნკერმა მადლობა მოუხადა საქართელოს პრემიერ-მინისტრს და დასძინა:"საქართველო პირველი ქვეყანაა ევროკავშირის ფარგლებს მიღმა, სადაც ჩვენ გავხსენით ევროპული სკოლა, საქართველო 100%-ით ევროპული სახელმწიფო გახდა"

თბილისში გახსნილ ევროპულ სკოლაზე ასევე ისაუბრა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა.

"ამაყი ვარ, რომ თბილისში, საქართველოს მთავრობასთან ერთად გავხსენით პირველი ევროპული სკოლა, სადაც სხვადასხვა ენაზე მიმდინარეობს სწავლება. ჩვენ მოვახერხეთ ამ სკოლაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ექვსივე ქვეყნის მოქალაქე ახალგაზრების შეკრება, რომლებიც აღიშნულ სკოლაში სწავლობენ", – განაცხდა იოჰანეს ჰანმა.

"აღმოსავლეთ პარტნიორობა "ევროკავშირის პროგრამაა, რომლის მთავარი მიზანია აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირთან ინტეგრაცია.

აღნიშნულ კონფერენციას საქართველოს დელეგაცია ესწრება პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მეთაურობით

0
161
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0