x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508454
მონათა აჯანყება სპარტაკის მეთაურობით
დღემდე გაურკვეველი რჩება მონათა ამ დიდი აჯანყების მეთაურის სპარტაკის ეთნიკური წარმომავლობა.

image

image

აჯანყებულები ვეზუვის მთის შემაღლებაზე განლაგდნენ. მათკენ ძალიან სწრაფად დაიწყო დინება გამოქცეული მონების ახალმა და ახალმა ნაკადმა.


პირველ ეტაპზე 1 000 კაცს თუ აერთიანებდა შემდეგ კი მათი რიცხვი 80 000 ათასს შეადგენდა. რაც უკვე ზერიოზული სამხედრო ძალა იყო. ამ რაზმს კი პროფესიონალი მებრძოლები ხელმძღვანელობდნენ.

image

ამ დროს რომი რამდენიმე სამხედრო ოპერაციას აწარმოებდა.

აზიაში - მითრიდატე ევპატორის წინააღმდეგ.

ესპანეთში - ადგილობრივ ამბოხებულებს ებრძოდნენ.

აქ მთავარსარდალი გნეუს პომპეუს მაგნუსი იყო. გარდა ამისა თრაკეაში სარდალი მარკუს ლუკულუსი ამთავრებდა ქვეყნის საბოლოო დაპყრობას.

image

აჯანყების პირველ ეტაპზე სპარტაკმა და მისმა მებრძოლებმა ადვილად დაამარცხეს რომის მიერ მათ გასანადგურებლად გაგზავნილი ლეგიონები.

ამ მარცხმა ძლიერ შეაშინა რომის სენატორები და სახელისუფლებო ელიტა. შესაძლო იყო სპარტაკის აჯანყების ზეგავლენით მთლიანად ქვეყანაში გავრცელებულიყო მონათა დაუმორჩილებლობის სინდრომი. და აჯანყების ახალი კერები წარმოქმნილიყო, ამიტომაც, სერიოზულად გადაწყვიტეს მონათა აჯანყების აღკვეთა.

image

შეიკრიბა ახალი ლეგიონები. სწორედ ამ დროს ვარაუდობენ მეცნიერები გაიუს იულიუს კეისრის მონაწილეობას მონათა აჯანყების ლიკვიდაციის საქმეში. ამტკიცებენ რომ სწორედ მას დაევალა ახალი ლეგიონების ფორმირება. მათი მომზადება და სამხედრო წვრთნა.

ეს სახელმწიფოებრივი დავალება მნიშვნელოვანია კეისრის ბიოგრაფიაში. რადგან როგორც ვარაუდობენ, სწორედ ამ დროს მოხდა მისი დაახლოება მარკუს ლიცინიუს კრასუსთან.რომის ერთერთ უნიჭიერეს მხნდართმთავართან.

image

მარკუს ლიცინიუს კრასუსი მეტად გავლენიანი სამხედრო მოღვაწე იყო. სპარტაკის წინააღმდეგ ბრძოლას მან საკმაოდ სერიოზული ხასიათი მიანიჭა. და მოახერხა ამ სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში გარდატეხის შეტანა.

მან განამტკიცა სამხედრო დისციპლინა იმით რომ, განახორციელა დიცემაცია, ანუ დისციპლინის დარღვევი ლეგიონერებიდან ყოველი მეათე სიკვდილით დასაჯა. მხოლოდ ამის შემდეგ დაედევნა კრასუსი სპარტაკის ძირითად ძალებს.

image

სპარტაკელების სასახელოდ უნდა აღინიშნოს რომ მათ რამდენიმე ბრძოლაში კრასუსის ლეგიონერებიც დაამარცხეს. მაგრამ საბოლოოდ რომის სამხედრო შესაძლებლობებს ვერ აღედგნენ წინ.

ძალები აშკარად არათანაბარი იყო. გაჭიანურებული ომის ეტაპზე, სპარტაკმა გადაწყვიტა თავისი არმიით სამხრეთ იტალიაში ჩასულიყო. საიდანაც გემებით სიცილიაში გადასვლას გეგმავდა. სადაც მონათა უკმაყოფილებამ აპოგეას მიაღწია.

image

მაგრამ ის მოატყუეს მეკობრეებმა. რომლებიც სიცილიაში გადაყვანას დაპირდნენ და სპარტაკი იტალიის სამხრეთ სანაპიროზე, ბრუტიასთან გამაგრდა.

აქ აპენინის ნახევარკუნძულის სამხრეთის ყველაზე ვიწრი მონაკვეთია. კრასუსმა გზა გადაუჭრა აჯანყებულებს და დაცვითი ნაგებობებიც ააგო. ამ ყველაფერმა სპარტაკს გადააწყვეტინა თავისი ძალები თრაკიის გავლით იტალიიდან გაეყვანა მაგრამ ამ გეგმას განხორციელება არ ეწერა. აჯანყებულები ამ ბრძოლაში დამარცხდნენ, ამ დროს დაიღუპა თავად სპარტაკიც, თუმცა მისი გვამი ვერ იპოვეს.

ასევე დააინტერესებთ

თეზევსის გმირობები, რომლის მიხედვითაც გადაღებულია ანტიკური ფილმები, შეხვედრა კოლხ მედეასთან

image

როგორ ჩამოყალიბდა კოლიზეუმი გლადიატორთა სასაკლაოდ

image

ვინ არიან ბელ სუონოს სოლისტები, როდესაც პოლიტიკა სრულიად უძლურია

image

0
413
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
413
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0