x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
კარგი, ქ ა ლ ო ,აბა კაცია და რა ექნაო?!- ემიგრანტი ქალის მწარე ისტორია

image
დღევანდელი "ჩაის თემა"ჩემს სანათესაოში მომხდარმა სამწუხარო ამბავმა დამაწერია.მსგავსი ამბები, სამწუხაროდ, ხშირად მსმენია, მაგრამ სანამ ჩემი თვალით არ ვნახე, არ მინდოდა დამეჯერებია.
და აი ეს მტკივნეული ამბავიც:
.......
15 წლის წინ, ერთ ჩემოდანში მოათავსა ის ნივთები, რაც ეგონა, რომ გამოადგებოდა.
"თქვენი მომავლისა და ბედნიერებისთვის ვდგავ ამ ნაბიჯსო"-გულში ჩაიკრა ნაფერები ქმარ-შვილი და მიადგა "იკარუსის"მძღოლს, რომელსაც, საკმაოდ სოლიდური თანხის სანაცვლოდ, უნდა ჩაეყვანა საბერძნეთში...
ძალიან იტანჯა გზაში, მაგრამ ეს არაფერი იყო იმ ტკივილთან და ტანჯვასთან შედარებით, რასაც 15 წლიანი ემიგრანტობა ერქვა...ბევრჯერ მოატყუეს, ბევრჯერ დაიწუნეს...ბევრი სამსახური გამოიცვალა...არ იცვლებოდა ერთი რამ:ყოველ თვეში ფულის გაგზავნის რიტუალი...ხო რიტუალია-აიღებ ხელფასს, აგზავნი და გიხარია, რომ იქ კარგად არიან...
"საყვარელი" ქმარი ყოველი ფულის აღებაზე აიმედებდა, რომ საკმაო თანხა უკვე გვერდზე ქონდათ გადადებული...უხაროდა, რომ ფულს სიბერისთვის აგროვებდნენ და თვითონ მხოლოდ ტელეფონში ანგარიშის შესავსებ ფულს იტოვებდა...
სამი კვირის წინ, ჩვეული რიტუალის შემდეგ, სამსახურში მიბრუნებულს, ბებია დაღუპული დახვდა...მეორე დღეს მოხუცის შვილებმა სახლის დატოვება სთხოვეს...არ გააჩნდა ერთი თეთრი. პატარა შვილს შეეცოდა ატირებული ქალი და ფული აჩუქა...ერთი წამიც არ უფიქრია და საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთი იყიდა...
არავისთვის არაფერი უთქვამს, გული ამოვარდნაზე ჰქონდა...სიუპრიზად უნდოდა გაეხარებინა ამდენი წლის უნახავი ქმარ-შვილი...მგზავრობის დრო ფიქრებსა და ოცნებებში უცებ გაილია
და აი, თავისი სახლი, ამაყად იყურებოდა უბანში...
თენდებოდა...კარები ქმარმა გაუღო, რომლის უკანაც ქალი, ვიღაც სხვა ქალი იდგა...
"კარგი ქ ა ლ ო, აბა კაცია და რა ექნაო?!-ასე დაამშვიდა უფროსმა ბიჭმა...ფული მოითხოვა, მაგრამ არავითარი ნაგროვები ფული არ არსებობდა...ჩამოჯდა სახლის კიბეზე და ხმამაღლა დასტიროდა თავის ბედს...
რას გადაწყვეტს, როგორ ნაბიჯს გადადგამს, ან როგორ წარიმართება ამ ოჯახის ცხოვრება არავინ იცის...
მე კი კითხვები მაწვალებს და აქედან მთავარი კითხვა ესაა:
რა არის მიზეზი იმისა, რასაც აქამდე მივყავართ-მხოლოდ ეკონომიური ფაქტორი, თუ რაიმე ფსიქოლოგიური კომპლექსი?" წერს ემიგრანტი ქალი, ხათუნა ტყემალაძე

0
202
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0