x
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლობის წილხვდომილობის აღნიშვნა საქართველოს 1 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება

ბახტაძე


ყოვლადწმინდა ღვთისმშობლობის წილხვდომილობის აღსანიშნავად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განკარგულებით, მხოლოდ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 893 940 ლარი გამოიყოფა. ღონისძიების აღნიშვნის მიზნით, სავარუდოდ ასიათასობით ლარს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაც დახარჯავს. განკარგულების თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლობის წილხვდომილობის აღსანიშნავად ქვეყნის მასშტაბით 41 ღონისძიებაა დაგეგმილი, საიდანაც 28 ღონისძიება საერთოდ არ შედის ამ თანხაში. აღნიშნულ ღონისძიებებს სხვადასხვა უწყება, საკუთარი ბიუჯედიტან დააფინანსებს. მაგალითად 14-19 მაისს კინოჩვენებისთვის - "ანდრია პირველწოდებული", "ექვთიმე ღვთისკაცი", "სიმონიკა დადიანის დაბრუნება", და ანიმაციური ფილმის "ივერიის ღვთისმშობლის ხატი" ჩვენებისთვის სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი საკუთარი ბიუჯედიტან კინოდარბაზის ფუნქციონირებისთვის გამოყოფოს თანხებს.


საკუთარი ბიუჯეტის დახარჯვა ეროვნული არქივის მსგავსად, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სსიპ ადამიანთა ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის და დახმარების სახელმწიფო ფონდს, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს და სხვადასხვა სახელმწიფო მუზეუმს მოუწევს. ზუსტად რა თანხა დაიხარჯება ამ დღის აღსანიშნავად, უცნობია.

0
38
1-ს მოსწონს
ავტორი:ნანა კალანდაძე
ნანა კალანდაძე
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0