x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ისეთი გასულია, იმასაც ვერ ხვდება, რომ..." - როგორ ეხმაურება "ტაბულას" დამფუძნებელი სააკაშვილის შურისძიებას

image


საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, მიუნხენში, ემიგრანტებთან გამართულ შეხვედრაზე სოციალურ - ეკონომიკური პრობლემების გარდა, საკუთარ პროექტებზეც ისაუბრა, მან თავი შვილმკვდარ მამას შეადარა და დასძინა, რომ მისი "შვილები იყვნენ" - ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში და პარლამენტის შენობა ქუთაისში, როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს ის მზად არის თავის დაწყებულ პროექტებზე შური იძიოს. სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებას "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა და მას ცალკე პოსტიც მიუძღვნა, აი, რას წერს ჟურნალისტი: "ისეთი გასულია, იმასაც ვერ ხვდება, რომ შვილის, ცოცხალი შვილის სიკვდილს აბიაბურებს. მიშა მიშად, მაგრამ ვინც ამ არაადეკვატურისთვის ძალაუფლების დაბრუნებაზე პასუხისმგებლობას იღებს, ის დოყლაპიები ერთი ნაბიჯით წინ რომ ვერ იხედებიან, ეგაა ტრაგი-კომიკური. თუმცა წინდახედულება და პასუხისმგებლობის გრძნობა მათი ძლიერი მხარე არასოდეს ყოფილა"



0
324
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
324