x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134036
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ ვუყურებთ სერიალებს? - ჟანრული კრიტიკა

image ყველას გვაქვს საყვარელი სატელევიზიო შოუ და ფილმი..და როცა მათ შესახებ გვეკითხებიან, გატაცებით ვიწყებთ სიუჟეტის მოყოლას.ამ დროს, დიდი ალბათობით გონებაში ყველაზე დასამახსოვრებელი სცენები მოგვდის . ხშირად, განმეორებითაც ვუყურებთ ერთი და იმავეს, რათა თავიდან ვიგრძნოთ ის, რაც პირველი ყურებისას განვიცადეთ. მართალია, ყოველი მომდევნო ნახვის შემდეგ აღფრთვანების დონე თანდათან კლებულობს ( თუ საუბარი "ჰარი-პოტერზე" არ მიდის, რა თქმა უნდა), მაგრამ გონებას ის დროებითი საზრდო, რაც სჭირდება, მიეწოდება, სანამ ახალ საყვარელ შოუს ან ფილმს არ ვიპოვით. ოდესმე დაკვირვებიხართ, რომ ფილმები გენდერული თვალსაზრისით არის გადანაწილებული? იმას არ ვამბობ, რომ ფილმზე მუშაობისას რეჟისორი აცხადებს, რომ ეს პროდუქტი იქმნება მდედრებისთვის და ეს-მამრებისთვისო, მაგრამ, როდესაც "one day"-ს სიუჟეტს ვუყვებოდი ჩემს მეგობარ ბიჭს, მოწყენილობისგან ლამის ჩაეძინა.სამაგიეროდ, მე ვერ გავიგე ფილმის აზრი, რომელიც წესების გარეშე ბრძოლაზე იყო გადაღებული და ჩხუბის სცენების გარდა, ღირებული პრინციპში არც არაფერი გააჩნდა. მოკლედ, დრამატული სცენები, სენტიმენტები, სიყვარული, დაშორება, შერიგება და მერე შეიძლება კიდე დაშორება ანუ "ტიტანიკი" - დაუწერელი კანონის მიხედვით გოგოების სიუჟეტია, ხოლო-ჩხუბი, საქმის გარჩევა, რბოლა და ბევრი იარაღი- ბიჭების.თუმცა, არ არსებობს თითქმის არცერთი ბიჭი, რომელსაც " the notebook" არ აქვს ნანახი და არც გოგო, რომელსაც "ფორსაჟის" ერთი სერია მაინც არ უნახავს (თუნდაც, პოლ უოკერის გამო). არსებობს ნეიტრალური ზონაც-" ჰარი პოტერი", "ბეჭდების მბრძანებელი", "ვარსკვლავური ომები"..
რის მიხედვით ვირჩევთ ფილმს? პრინციპში, ეს მარტო ფილმს კი არა წიგნებს და მუსიკასაც ეხება, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ფილმზე ვსაუბრობთ. პირველ რიგში, ადამიანი მიდრეკილია ყველა ვიზუალურად აღსაქმელ საშუალებაში ეძებოს ნაცნობი, მასთან დაკავშირებული, მონათესავე, რომელთანაც ექნება რაიმე საერთო. დავუშვათ, სერიალ "მეგობრებში" ვიღაცას როსის პერსონაჟი მოსწონს, ვიღაც-ჯოის ანიჭებს უპირატესობას. ეს იქიდან გამომდინარე ხდება, თუ რომელთან აიგივებ თავს, რომელთან უფრო მეტ მსგავსებას პოულობ. არ არსებობს არცერთი ფილმი/ სერიალი, რომელშიც ქვეცნობიერად საკუთარი თავის ძებნას არ დაიწყებ, ან თუნდაც სურვილი არ გაგიჩნდება, რომ რომელიმე კონკრეტულ გმირს ჰგავდე.სწორედ ეს არის ფილმებიდან დაწყებული, სიტკომებით დამთავრებული, ყველა ჰოლივუდრი (და არა მარტო) პროდუქტის ძალა- ისინი გაძლევენ მცირე "დოზას", რომ გაიგო, რა კარგია და შემდეგ, უფრო და უფრო მეტი მოითხოვო, მოუთმენლად დაელოდო, ხშირად გადაამოწმო, როდის გამოდის გაგრძელება, გადაიღებენ თუ არა შენი საყვარელი ფილმის მეორე ნაწილს საერთოდ..
ხშირად ადამიანი იმდენად დამოკიდებული ხდება სერიალებზე, რომ სეზონის დასრულების შემდეგ რეალურ ცხოვრებაში დაბრუნება უჭირს. ეს მომენტი ხშირად შეიმჩნევა კორეული დორამების მაყურებელთათვის. ცხოვრება, ისეთი სახით, როგორიც არის- უამრავი უსამართლობა, რომელსაც შესაძლოა ყოველდღიურობაში გადავაწყდეთ და დიდი გრძნობები, რომელიც ასევე შესაძლოა რეალურ ცხოვრებაშიც გვქონდეს- თავისთავად გასაგები სიუჟეტია, მაგრამ მთელი საიდუმლო, იმაშია, რომ მსგავს სერიალებში დანაშაული ყოველთვის ისჯება, გრძნობები-საპასუხო ხდება და ყველაფერი პოზიტიურად მთავრდება, რაც რეალურად იშვიათობაა.შესაბამისად, გონებას უჩნდება მოთხოვნილება მეტი ბედნიერება განიცადოს..და დამოკიდებული ხდება. ქალის ფსიკიქა ნაზი ატრიბუტია, რომელსაც რთულად საკონტროლებელი პატარ-პატარა უბნები გააჩნია. ისინი აგებენ პასუხს ჩვენ დამოკიდებულებებზე სამყაროსადმი . ამიტომ არის რომ ქალებს თითქმის არასოდეს მოსწონთ ძალადობრივი სცენების ხილვა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველი სიუჟეტების ყურება, მაგრამ უყვართ დეტექტივები, რომლებიც რამის გამოძიებას, კვლევას უკავშირდება. მამრები -პირიქით. მიმართულნი არიან ძალის დემონსტრირებისკენ, მოსწონთ, საომარ მოქმედებებზე და შეჯიბრებეზე გადაღებული ფილმები, რომელთაც შეუძლიათ მათი მასკულინური ეგო გამოკვებოს. მამრებს არ აქვთ მოთხოვნილება, ფილმში გრძნობათა მრავალფეროვნებას ხედავდნენ, რადგან მათი უმრავლესობას რეალურადაც უჭირთ გრძნობების გამოვლინება.


0
21
შეფასება არ არის
ავტორი:რუსკა ეფაძე
რუსკა ეფაძე
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0