x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"არავის არასოდეს უთქვამს, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა მხოლოდ საქართველოაო! (ბაკურ სვანიძე)
image

"რავიცი, კაცო, მიკვირს ადამიანების ა ზ რ ო ვ ნ ე ბ ა. მე პირადად (ალბათ ს ა მ წ უ ხ ა რ ო დ) არა ვარ ღრმად მ ო რ წ მ უ ნ ე, მაგრამ ამას მორწმუნეობა რად უნდა?რამდენიმე გვერდზე წავიკითხე - "რომ გაიძახით, თითქოს
საქართველო ღ ვ თ ი ს მ შ ო ბ ლ ი ს წილხვედრი იყოს, უ ნ გ რ ე ლ ე ბ ი ც იგივეს გაიძახიან, პ ო ლ ო ნ ე ლ ე ბ ი ც და კიდევ რამდენიმე ქვეყანაო!" - ამას თან ისეთი ტონით, ნიშნის მოგებით და ი რ ო ნ ი ი თ წერენ, გაოცდები!
თქვე კაი ხალხო, რა იყო, თქვენ გგონიათ, რომ რომ თითო მოციქულს თითო ქვეყანა ხვდა წილად და ამიტომ, რადგან ღვთისმშობელს სხვა რომელიმე ქვეყანა ხვდა, ეს ნიშნავს, რომ საქართველო არ ხვდა? თუ რას ბ ო დ ი ა ლ ო ბ თ?
მასე რომ იყოს, მაშინ ქ რ ი ს ტ ე ს მოციქულებს და კიდევ რამდენიმე წარგზავნილს (არ მახსოვს ზუსტად) სულ რაღაც 15 თუ 20-ოდე ქვეყანაში უნდა ექადაგათ და მორჩა!


თითოს რამდენიმე ქვეყანა ხვდა წილად და ეს სულაც არ არის რაიმე ს ე ნ ს ა ც ი ა და აღმოჩენა! არავის არასოდესუთქვამს, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანამ მხ ო ლ ო დ საქართველოაო! იაზროვნეთ ცოტა!"-წერს ბაკურ სვანიძე.

image


თუმცა საქმე იმაშია, რომ ლეგენდის მიხედვით ღვთისმშობელს წილად, როგორც ქვეყანა, ნამდვილად მარტო საქართველო შეხვდა.


სულ 4 ადგილია დედამიწაზე, რომელიც წმინდა მარიამის წილხვედრია და განსაკუთრებულად მფარველობს:

image

მივყვეთ ქრონოლოგიურად


1) ივერია-44 წელს იუდეველთა მეფემ იროდ აგრიპა I-მა დაიწყო ქრისიტანთა დევნა, თავის მოჰკვეთა მოციქულ იაკობ ზებედესს, ხოლო წმინდა პეტრე დაატუსაღა.ამიტომ ქრისტეს მოწაფეები იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ იერუსალიმი, თუმცა სანამ დატოვებდნენ ღთისმშობლის ნებართვით მოაწყვეს კენჭისყრა, ვის სად უნდა ექადაგა ქრისტიანობა, ყოვლადწმინდა და მარადქალწულ მარიამ ღვთისმშობელს წილად ხვდა ივერია, მაგრამ რადგან მარიამი შეუძლოდ იყო, ეს მისია ანდრია პირველწოდებულს გადააბარა, კენჭისყრის შემდეგ ანდრია მოციქულს ქადაგება წილად ხვდა: შავი ზღვის სანაპირო, ბალკანეთისნახევარკუნძულის ჩრდილოეთი და სკვითია. აღნიშნულ მიწებზე ანდრია 30 წელს ქადაგებდა (თუმცა ლეგენდის მიხედვით მან თითქოს აფრიკის დიდი ნაწილი მოიარა)

image

2)ათონის წმინდა მთა, იგივე აიონ-ოროსი-წმ.მარიამი კვიპროსში გაემგზავრა, რომ წმინდა ლაზარე მოენახულებინა, რომელიც იესომ მკვდრეთით აღადგინა, ამ დროს ძლიერი ქარი ამოვარდა, რამაც გემი ათონის მთისკენ გარიყა, ღვთისმშობელმა ჩათვალა:ეს იყო უფლის ნება, რომ ეს მიწა მისი წილხვედრი გამხდარიყო, გადავიდა ნაპირზე, სახარების სწავლება დაიწყო და მოაქცია კიდევაც ადგილობრივი მაცხოვრებლები ქრისტიანებად.

image

3)კიევ-პეჩერის ლავრა-XI საუკუნეში ბერძენ ორთოდოქსს ბერს ანტონს, რომელიც წარმოშობით ჩერნიგოვის სამთავროდან იყო, ათონის მთაზე მდებარე ესთიგმენის მონასტერში გამოეცხადა მარიამ ღვთისმშობელი, რომელმაც უბრძანა დაბრუნებულიყო კიევის რუსეთში და იქ დაფუძნებულიყო. 1051 წელს აშენდა სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ქრისტიანობის უმნიშვნელოვანესი ცენტრი გახდა.

image

4)დივეევოს მონასტერი-მონასტერი დაარსდა XVIII საუკუნის მეორე ნახევარში: დაახლოებით 1758 წელს კიევში ჩავიდა მდიდარი რიაზანელი მემამულე აგათია მალგუნოვა (გარდაიცვალა 1789 წლის 13 ივნისს), რომელიც ახალგაზრდობაში გაშორდა ქმარს და გადაწყვიტა თავისი ცხოვრება ღმერთისთვის მიეძღვნა. იგი მონაზვნად აღკვეცეს კიევის ფლოროვის მონასტერში, დედა ალექსანდრას სახელით. ერთხელ საღამოს ლოცვების შემდეგ კიევ-პეჩერის ლავრაში გამოეცხადა ღვთისმშობელი, რომელმაც ალექსანდრას უთხრა: „ეს მე ვარ, თქვენი ღვთისმშობელი, მე მოვედი, რათა გითხრათ ჩემი ნება. არ მინდა, რომ შენ აქ დაასრულო შენი ცხოვრება. მე მინდა რომ წახვიდე აქედან იმ მიწაზე, რომელსაც მე გაჩვენებ. წადი ჩრდილოეთით რუსეთში და იქ დააარსე ჩემი წილხვდომილი მონასტერი. წადი და გზაში, ღვთის წყალობით და ჩემი ძალით მე შენთან ვიქნები“.

კიევ-პეჩერის ლავრის უხუცესებმა აღიარეს დედა ალექსანდრას ხილვა, როგორც ნამდვილი და მათი კურთხევით იგი წავიდა რუსეთში. 1760 წელს დედა ალექსანდრა მურომიდან გაემგზავრა საროვის უდაბნოში. საროვამდე 12 ვერსში მან შეისვენა სოფელ დივეევოში, სადაც კიდევ ერთხელ გამოეცხადა ღვთისმშობელი, რომელმაც მონაზონს მიმართა შემდეგი სიტყვებით: „აი სწორედ ესაა ადგილი, რომელზეც მე გესაუბრე, დააარსე აქ მონასტერი და მე მუდამ ვიქნები შენს გვერდით. ეს იქნება ჩემი მეოთხე წილხვდომილი ადგილი დედამიწაზე“.



0
184
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0