x
image
ეკა ლაცკა
რა სიტყვებით მიმართა თამარ მეფემ გიორგი რუსს განქორწინებისას

ქართველ მეფეთაგან თუ ვინმეს ერგო პატივი ხალხის ხსოვნაში დარჩენილიყო სახელმწიფოებრივი ძლევამოსილების, კულტურული აღმავლობის და პიროვნულსრულყოფილების იდეალად - ერთერთი თამარ მეფეა.

მას უწოდებდნენ “შარავანდთა შორის უმეტესად აღმობრწყინებულს”, “მეფეთამზეს”, “ბრძენს ბრძნისას”, “ღრუბელს, ყოველთა ზედა მსხურებელს ტკბილთა წვიმათა” და ა.შ.

image

თამარის პირადი ცხოვრება მასსავით ბრწყინვალე სულაც არ ყოფილა. განსაკუთრებით დიდ ლაქად დარჩა მისი პირველი ქორწინება დიდებულების მიერ შერჩეულ "რუს კაცთან".

...

დიდებულები ფიქრსა და რჩევას მისცემოდნენ.

თბილისის თავმა აბულასანმა თქვა: – მე ვიცი რუსეთის დიდი მთავრის ანდრიას შვილი. ანდრიას სამასი მთავარი ემორჩილებოდა. როცა გარდაიცვალა, მისი ტახტი ძმამ მიიტაცა. ბიძამ მცირეწლოვანი გიორგი რუსეთიდან გამოდევნა. უფლისწული ყივჩაღეთს შეეფარა. სრულწლოვანია, კარგი ვაჟკაცია და თამარის ქმრობას შეიფერებს!


ყივჩაღეთში დიდვაჭარი ზანქან ზორაბაბელი გაგზავნეს. მან გიორგი თბილისში ჩამოიყვანა. დიდებულებს სასიძო მოეწონათ.

თამარი ქორწინების წინააღმდეგი იმთავითვე იყო.

image

- „კაცნო, როგორ შეიძლება დაუფიქრებლად ამის გაკეთება? არაფერი ვიცით ამ უცხოელი კაცის ქცევის, მხედრობისა და ხასიათის შესახებ, მაცადეთ, გავიგოთ, დავაკვირდეთ კარგი ადამიანია თუ არა.“ - ამბობდა ის ...

...

მაგრამ მის სიტყვებს დიდებულები ყურადღებას არ აქცევდნენ. ტახტს მემკვიდრე სჭირდებოდა, ჯარს კი წანამძღოლი...

მამიდა რუსუდანმა და სხვებმა, რომლებიც "მძიმე საქმეზე მსუბუქად ბჭობდნენ", თამარი აიძულეს დათანმხებულიყო.

1186 წელს "იძულებითი" ქორწინება მაინც შედგა.

თამარს მრავალი მეფე და უფლისწული, ბევრი უბადლო ჭაბუკი ეტრფოდა... ერთერთი თამარზე უზომოდ შეყვარებული, ქორწილიდან გაბრუნებული უფლისწული გზაში ბნედითაც კი გარდაიცვალა.

image

ქალი მეფის ვარაუდი გამართლდა: გიორგი რუსი არც ისე ღირსეული აღმოჩნდა... მას მრავალი ნაკლი ჰქონდა.

სკვითურნი ვითარ ნაღებთა ბუნებითნი და სიმთვრალეთა შინა საძაგელთა უწესოებად იწყო მრავალთა“ - ბრძანებს მემატიანე.

თამარმა გიორგის უწესობა ორ წელიწადზე მეტხანს ითმინა, ბოლოს დიდებულები შეკრიბა და განქორწინების ბრძანება გასცა!

გიორგი რუსს კი ამ სიტყვებით მიმართა :

image

..."თუმცა საღმრთო სჯული გვასწავლის, არა განვეშოროთ პირველსა საწოლსა, მაგრამ რაკი მე არა მიძლავს განმართვა მრუდე ხისა ჩრდილისა, უბრალოდ განვიყრი მტვერსაცა, რომელი აღმეკრა მე შენ მიერ"!

...

გიორგი გემში ჩასვეს და, მრავალი სიმდიდრით დატვირთული, კონსტანტინეპოლში გაისტუმრეს – იმ პირობით, რომ მეფის ქმრობაზე უარს იტყოდა და საქართველოში არასდროს აღარ დაბრუნდებოდა.

გიორგი რუსის გაძევებაში მონაწილეობა მიუღია ორსავე ვაზირს : ჭყონდიდელსა და ამირსპასალარს.

იური ანდრიას ძემ თავი კონსტანტინოპოლს შეაფარა.

როგორც ჩანს, მასთან კავშირი არ შეუწყვეტიათ თამარის მოწინააღმდეგე დიდგვაროვან ფეოდალებს, რომელთა შემწეობითაც გაღვივდა აჯანყება სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ .

თუმცა ეს აჯანყება თამარის ლაშქრის მიერ ჩახშობილ იქნა...

საქართველოს მეფის ბრძანებით იური ანდრიას ძე სრულიად უვნებელი გაუშვიათ. როგორც ივანე ჯავახიშვილი ვარაუდობს, იგი კვლავ ბიზანტიაში უნდა წასულიყო.

თუმცა იური ანდრიას ძემ მეორედაც სცადა ბედი და არანის მხრიდან შემოვიდა საქართველოში, დაარბია კამბეჩიანის მხარე და ტყვე და ნადავლიც "აიღო". მას მცირე ლაშქრით დაედევნა ხორნაბუჯის პატრონი საღირ მახატლის ძე, შეებრძოლა და დაამარცხა კიდეც.

ამის შემდეგ კი იური ანდრიას ძე გადარჩენილ მებრძოლებთან ერთდ საბოლოოდ"გარდაიხუეწა".

...

გიორგი რუსთან განშორების შემდეგ ისევ გამოჩნდნენ სამეფო კარზე თამარზე ქორწინების მსურველი უფლისწულები.

გულმოდგინე განსჯის შემდეგ არჩევანი კრგად ნაცნობ კანდიდატზე შეჩერდა - ესიყო თამარის მამიდის, დედოფალ რუსუდანის აღზრდილი დავით სოსოლანი, დედით ბაგრატიონთა შთამომავალი.

image

თამარისა და დავით სოსლანის ქორწინება შედგა 1189 წელს.

1192 წელს მათ ეყოლათ ლაშა - გიორგი, ორი წლის შემდეგ - რუსუდანი

0
1101
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
1101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0