x
ნიპონის ქნარი ქართულად
***

ჟასმინის სურნელში აცეკვებული

მღეროდა ქარი და სარკმლის უკან

იმალებოდა ველური მარტი...



***

აპრილის თოვა-

გზად მიმავალი მიიჩქაროდა

ღერებით ხელში, ხიდზე დაცვივდა

ყველა ყვავილი- რაც ჰქონდა ხელში.


***

ზამთრის მისტიკა-

ლაკმუსის ღამეს უნათებდა კასიოპია,

ციდან ბარდნიდა ფანტელები- ღამის ფიქრია.


***

შემოდგომის ვერსი-

ნაწვიმარ სერზე შრიალებდა

ჭრელი კიმონო და ანათებდა

ჰორიზონტზე ძველი კოლოსი.


***

თიბათვის ეტიუდი-

კივილით გაჰქონდა მატარებელს

ელმავლის შუქი და ლოცულობდა

სხვა პოეტი სამძიმარს გულში.


***

ლედი ჰაიკუ-

დედოფლის წყაროს უმღეროდა

თეთრი მაისი და სიყვარულით

იღვრებოდა მეფის დაისი...


ჯორჯიანა

ფირენცე/იტალია


პ.ს. ფოტოკოლაჟი წიგნიდანჰაიკუ




0
17
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე რამიშვილი
ეკატერინე რამიშვილი
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0