x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ემიგრანტები იტალიაში- "თენდებოდა...კარები ქმარმა გაუღო, რომლის უკანაც ქალი, ვიღაც სხვა ქალი იდგა"
imageფეისბუქზე ჯგუფში „ემიგრანტები იტალიაში“ ხათუნა ტყემალაძემ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მისი ნათესავის, საბერძნეთსი წასული ემიგრანტი ქალის ამბავია აღწერილი.



მოგესალმებით უდიდესი პატივისცემით და სიყვარულით ჩაისტებს.
ჩემი უზარმაზარი პატივისცემა და მადლიერება მინდა გამოვხატო ჯგუფის ადმინისტრაციის მიმართ:მადლობა, მადლობა და მადლობა.
დღევანდელი "ჩაის თემა"ჩემს სანათესაოში მომხდარმა სამწუხარო ამბავმა დამაწერია.მსგავსი ამბები, სამწუხაროდ, ხშირად მსმენია, მაგრამ სანამ ჩემი თვალით არ ვნახე, არ მინდოდა დამეჯერებია.
და აი ეს მტკივნეული ამბავიც:
.......
15 წლის წინ, ერთ ჩემოდანში მოათავსა ის ნივთები, რაც ეგონა, რომგამოადგებოდა.
"თქვენი მომავლისა და ბედნიერებისთვის ვდგავ ამ ნაბიჯსო"-გულში ჩაიკრა ნაფერები ქმარ-შვილი და მიადგა "იკარუსის"მძღოლს, რომელსაც, საკმაოდ სოლიდური თანხის სანაცვლოდ, უნდა ჩაეყვანა საბერძნეთში...


ძალიან იტანჯა გზაში, მაგრამ ეს არაფერი იყო იმ ტკივილთან და ტანჯვასთან შედარებით, რასაც 15 წლიანი ემიგრანტობა ერქვა...ბევრჯერ მოატყუეს, ბევრჯერ დაიწუნეს...ბევრი სამსახური გამოიცვალა...არ იცვლებოდა ერთი რამ:ყოველ თვეში ფულის გაგზავნის რიტუალი...ხო რიტუალია-აიღებ ხელფასს, აგზავნი და გიხარია, რომ იქ კარგად არიან...



"საყვარელი" ქმარი, ყოველი ფულის აღებაზე, აიმედებდა, რომ საკმაო თანხა უკვე გვერდზე ქონდათ გადადებული...უხაროდა, რომ ფულს სიბერისთვის აგროვებდნენ და თვითონ მხოლოდ ტელეფონში ანგარიშის შესავსებ ფულს იტოვებდა...



სამი კვირის წინ, ჩვეული რიტუალის შემდეგ, სამსახურში მიბრუნებულს, ბებია დაღუპული დახვდა...მეორე დღეს მოხუცის შვილებმა სახლის დატოვება სთხოვეს...არ გააჩნდა ერთი თეთრი.მოხუცის პატარა შვილს შეეცოდა ატირებული ქალი და ფული აჩუქა...ერთი წამიც არ უფიქრია და საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთი იყიდა...


არავისთვის არაფერი უთქვამს, გული ამოვარდნაზე ჰქონდა...სიუპრიზად უნდოდა გაეხარებინა ამდენი წლის უნახავი ქმარ-შვილი...მგზავრობის დრო ფიქრებსა და ოცნებებში უცებ გაილია
და აი, თავისი სახლი, ამაყად იყურებოდა უბანში...



თენდებოდა...კარები ქმარმა გაუღო, რომლის უკანაც ქალი, ვიღაც სხვა ქალი იდგა...
"კარგი ქ ა ლ ო, აბა კაცია და რა ექნაო?!-ასე დაამშვიდა უფროსმა ბიჭმა...ფული მოითხოვა, მაგრამ არავითარი ნაგროვები ფული არ არსებობდა...ჩამოჯდა სახლის კიბეზე და ხმამაღლა დასტიროდა თავის ბედს...
რას გადაწყვეტს, როგორ ნაბიჯს გადადგამს, ან როგორ წარიმართება ამ ოჯახის ცხოვრება არავინ იცის...


მე კი კითხვები მაწვალებს და აქედან მთავარი კითხვა ესაა:
რა არის მიზეზი იმისა, რასაც აქამდე მივყავართ-მხოლოდ ეკონომიური ფაქტორი, თუ რაიმე ფსიქოლოგიური კომპლექსი?"

image

თბილისის მერიის თანამშრომელი ნინ ო კვაჭანტირაძე შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში: "5 წლის წინ ვწერდი ამას და დღესაც არაფერი შეცვლილა... ჩვენ ისევ გვაინტერესებს- გვეშველება რამეეე??? დახლთან პერანგის საყელოში ცხვირსახოცჩაფენილი ზვინივით კაცი იჯდა და...


სოციალურ ქსელში ვრცელდება არაეტიკური ფოტო, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი ძეგლზე "კიდევაც დაიზრდებიან" ორალური სექსის იმიტაციას ახდენს.ამ ფაქტს ეხმაურება "ფეისბუქით" ბლოგერი და ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე: "ჰო, აბა რა! რ უ ს ე ბ ი შეურაცხყოფდნენ ჩვენს ქართვ

იუნა შაფათავა სოციალური ქსელით დომენიკ მანგოს მიმართავს და წერს: "დომენიკ კუკური ანანასო, ძერევნია! ბოროტება იმიტომ კი არ ისჯება, რომ სიკეთე შურს იძიებს. ბოროტება უ ნ დ ა დაისაჯოს, იმიტომ რომ ამ პატარა კაცობრიობის შავი ხვრ...


ისრაელში ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი, 31 წლის მიშიკო სულაძე მოკლეს, ამის შესახებ ინფორმაცია პირველად "ემიგრანტების იმედის" დამფუძნებელმა, შოთო სიხარულიძემ გაავრცელა, მისივე თქმით, მას მოუვიდა მიშიკო სულაძის დედის, კატერინა წიკლაურის წერილი, სადაც ის იტყობინება, რომ მკვლელობა ქართველმა ემიგრანტმა ქალმა ჩაიდ...

ეს ისტორია საყოველთაო განსჯის საგანი გახდა Twitter-ზე. მამა და მისი 24 წლის ვაჟი მატარებლით მგზავრობენ. ახალგაზრდა მამაკაცი იყურება ფანჯარაში და დროდადრო აღტაცებული წამოიყვირებს ხოლმე:"მამა, მამა შეხედე, თითქოს ხეებმა ჩაგვიქროლეს"....მამა შვილს ალერსიანად უღიმის.ცოტა ხანში ახალგაზრდა მამაკაცმა ისევ წამოიყვირა:" მამა, გეგონება ღრუბლები ჩვენ მოგვ...

0
780
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
780
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0