x
ციხეშია გასაშვები ნებისმიერი ახალგაზრდა, რომელიც ძმაკაცს ბინას ათხოვებს, რომ ის იქ სექსით დაკავდეს - გირჩი

ჯაფარა


"ციხეშია სინამდვილეში გასაშვები ნებისმიერი მამა, ან ბიძა რომელიც საკუთარ შვილს, ან ძმისშვილს დაუფინანსებს ფასიან სექსუალურ მომსახურებას, ეს არის პროსტიტუციის ხელშეწყობა და ყველა ესეთი მამა და ყველა ესეთი ბიძა ციხეშია გასაშვები დღევანდელი კანონმდებლობით. ისევე როგორც ციხეშია გასაშვები ნებისმიერი ახალგაზრდა, რომელიც საკუთარ ძმაკაცს ბინას ათხოვებს, რომ ის იქ დაკავდეს სექსით და თუ ეს სექსი ფასიანი იქნება, ისიც ციხეშია გასაშვები, როგორც პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემა. ჩვენ საგიჟეთში ვცხოვრობთ კანონმდებლობის თვალსაზრისით და ეს ყველაფერი არის შესაცვლელი", - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.


გირჩის წარმოამდეგნლები პროსტიტუციის ლეგალიზებას მოითხოვენ. ზურაბ ჯაფარიძე ამ კუთხით არსებულ კანონმდებლობას აპროტესტებს და ხელისუფლებას სექსუალური მუშაკების დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. მისი თქმით, როდესაც ხელისუფლებას სჭირდება, მაშინ ახორციელებ სადამსჯელო ღონისძიებებს ამ ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანების მიმართ. ვერცერთ საუკუნესა და ცივილიზაციაში ვერ მოხერხდა პროსტიტუციის აღმოფხვრა, ამიტომაც მიზანი ძალების დემოსტრირებაა.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, გირჩმა საკუთარი ოფისის ოთახში საროსკიპო გახსნა, სადაც ნებისმიერ მსურველს სულ რაღაც 49, 9 ლარად პარტია საკუთარ ოფისს 1 საათით დაუთმობს.

0
151
1-ს მოსწონს
ავტორი:ნანა კალანდაძე
ნანა კალანდაძე
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0