x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ევროპამ ტუნისიდან იმპორტირებულ ციტრუსში სოკო:"შავი ლაქა" აღმოაჩინა

image
ევროპელი პარტნიორები ტუნისის ციტრუსის იმპორტის შეჩერებას გეგმავენ.

ევროპის ფიტოსანიტარიულმა ორგანომ ტუნისისგან დიდი რაოდენობით შემოტანილი ციტრუსები შეაჩერეს, რადგან, მათში აღმოაჩინეს სოკო "შავი ლაქა. ამ თვალსაზრისით, გაძლიერდა სამხრეთ აფრიკის, ურუგვაის, ბრაზილიასა და არგენტინისგან ევროპის ტერიტორიაზე შემოტანილი ციტრუსების ხარისხის კონტროლი.

ექსპერტები განიხილავენ ტუნისიდან ციტრუსის ნაყოფის იმპორტის აკრძალვის აუცილებლობას. შემდგომი ქმედებების დასადგენად იგეგმება შეხვედრა. ექსპერტები განსაზღვრავენ რიგი პრევენციული ღონისძიებების გატარებას, რის შედეგადაც ევროკავშირის ქვეყნებში სოკოს გავრცელებას დაბრკოლებები შეექმნება. იტალია განიხილავს წინადადებას, რომ მთლიანად გააუქმოს ტუნისიდან ციტრუსის ნაყოფის შეტანა. გასულ წელს ტუნისიდან იტალიაში ციტრუსის იმპორტის მოცულობამ 162 ათასი კილოგრამი შეადგინა.

სოკო "შავი ლაქა" ზიანს აყენებს ნაყოფის კანსა და შემდგომ რეალიზაციისთვის უვარგისს ხდის. პირველად სოკო"შავი ლაქა" აღმოაჩინეს 1985 წელს ავსტრალიაში.

0
67
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0