x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
პროსტიტუციის ლეგალიზაცია საქართველოში - გამოწვევა,რომელზეც ერთი პასუხი არ არსებობს

სურათი შერჩეულია თემატურად

პროსტიტუცია- ფულის სანაცვლოდ სხეულის გაყიდვას ნიშნავს და ის ერთ-ერთ უძველეს პროფესიად ითვლება, თუმცა უამრავ ქვეყანაში პროსტიტუციით დაკავებულობა არაკანონოერ საქმიანობად ითვლება და დასჯადია. ქართულ რეალობაში პროსტიტუციის ლეგალიზებაზე საუბრისას, საზოგადოების აზრი მუდმივად ორად იყოფა: ერთნი თვლიან, რომ მისი ლეგალიზებით ის უფრო მასშტაბურ ხასიათს შეიძენს, მეორენი კი მიიჩნევენ, რომ ვერსად გავექცევით არსებულ რეალობას- სხეულით ვაჭრობა მაინც არსებობს და გაუკონტროლებლად საშიშ ხასიათს ატარებს, ვინაიდან არ ხდება სექს-მუშაკების სრული დიაგნოსტირება-გამოკვლევა, რაც სხვადასხვა დაავადებების პოტენციურ სამიზნედ აქცევს მათ კლიენტებს ( სექსულური გზით ყველაზე ხშირად გადამდებ დაავადებათა შორისაა B და C ჰეპატიტი და აივ ინფექცია (შიდსის ვირუსი).

ბევრ განვითარებულ ქვეყანაში პროსტიტუცია დაკანონებულია : სექს-მუშაკები გადიან სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას და იხდიან გადასახადებს. ასეთ ქვეყნებს შორისაა ახალი ზელანდია, ავსტრალია, ავსტრია (სადაც სექს-მუშაკის ასაკი იწყება 19 წლიდან), ბელგია, დენმარკი, კანადა, საფრანგეთი. ბანგლადეშში არალეგალურია მამაკაცთა ჩართულობა პროსტიტუციაში და ბორდელის ქონა, სხვა სახის პროსტიტუციაზე აკრძალვები არ მოქმედებს.ლეგალურია მსგავსი საქმიანობა ბრაზილიაში და ეკუადორიში. გერმანიაში პროსტიტუცია 1927 წელს დააკანონეს და ბორდელებიც ჩვეულებრივი მოვლენაა, საბერძნეთში პროსტიტუციაში ჩაბმულობა სხვა ნებისმიერი სამსახურის ტოლფასად ითვლება და ამ საქმიანობით დაკავებული ადამიანიც აბსოლუტურად იგივე უფლებებით სარგებლობს, როგორც სხვა ყველა.

სექსუალური ინდუსტრია სწრაფად მზარდი ბიზნესია და ზოგიერთ შემთხვევაში ისეთ უკანონო ქმედებებსაც მოიცავს, როგორიცაა ტრეფიკინგი და არასრულწლოვანთა ჩაბმულობა . საქართველოში დასჯადია პროსტიტუციაში ჩაბმა ( სისხლის სამართლის კოდექსის 253-ე მუხლი) და პროსტიტიციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა (სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლი). დასჯადია ტრეფიკინგიც ( საქართველოს კანონი ადამიანთა ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ).

საინტერესოა, რას უკავშირდება ის წინააღმეგობა, რაც პროსტიტუციის ლეგალიზაციის განხილვას მოსდევს? რატომ არის მიუღებელი ქართული საზოგადოებისათვის იმის დაკანონება, რაც მაინც არსებობს. უკავშირდება თუ არა ეს ყველაფერი ქვეყნის კულტურას და ტრადიციებს? ის რომ მუდამ არსებობდა, არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ხდებოდა ამ თემის ხმამაღლა განხილვა. მეტიც, ამ ყველაფრისთვის ქართულ რეალობაში სპეციალური ტერმინიც არსებობს, რომელიც ძალიან შეურაცხმყოფელია და აღნიშნავს არა მარტო კონკრეტული ადამიანის უნებისყოფობას, არამედ ზოგჯერ მის დაბალ სოციალურ განვითარებაზე და მანერების ნაკლებობაზე მინიშნებისთვისაც გამოიყენება. ეკონომიკური სიდუხჭირის გამო პროსტიტუციაში ჩაბმულთა რაოდენობამ ძალიან იმატა. ჯერ კიდევ 2014 წლის 27 ნოემბერს გია ჯაჯანიძის შოუში „სხვა რაკურსი“ განხილულ თემას „ უნდა მოხდეს თუ არა პროსტიტუციის ლეგალიზება“ ისეთი სენსიტიური მომენტების წამოწევა მოჰყვა, როგორც არასრულწლოვან ქართველ გოგონათა ჩართულობა ბიზნესში არაქართული წარმომავლობის პირების დაწესებულებებში აღმაშენებლის გამზირზე და სექს-მუშაკთა კატასტროფულად გაზრდილი რაოდენობა აჭარის რეგიონში. ის, რომ პროსტიტუციის თემა სამთავრობო დონეზეც აღელვებთ (ან აღელვებდათ) ჯერ კიდევ 2017 წლის იანვარში ყოფილი პრემიერის-გიორგი კვირიკაშვილის ცნობილი განცხადება შეიძლება მოვიყვანოთ, სადაც ის აღნიშნავდა, რომ ვარდების მოედანთან არსებულ კლუბებში არ უშვებდნენ ქართველ მამაკაცებს, რადგან იქ პროსტიტუციით დაკავებულები არიან არასრულწლოვანი ქართველი გოგონები და ცნობილი განაცხადი, რომ არცერთი ქართველი მამაკაცი ამას არ მოითმენს.

გარდა იმისა, რომ ქართულ რელობაში ნაციონალური შიშები და გადაშენების, კულტურის შებღალვის საფრთხე არსებობს, არსებობს მიუღებლობაც ამ საქმიანობის მიმართ. ძირითადად საქართველოში პროსტიტუცია ასოცირდება ალტერნატიული საქმიანობის არ არსებობასთან, გამოსავლის არ ქონასთან. მეტიც, ქალაქის ქუჩებში ჯერ კიდევ არსებობს ისეთი სტაჟიანი სექს-მუშაკები, რომლებიც ამ საქმიანობას 90-იანი წლებიდან ეწევიან. დიდია ლგბტ-თემის წარმომადგენელთა ჩართულობაც, იქიდან გამომდგინარე, რომ ხშირ შემთხვევაში მათ მართლაც არ აქვთ სხვა ალტერნატივა თავის სარჩენად.

რა დადებითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს პროსტიტუციის ლეგალიზებას?

1) აღირიცხება სექს-მუშაკთა რაოდენობა.

2) სავალდებულო გახდება მათთვის სამედიცინო შემოწმების გავლა.

3) მეტ-ნაკლებად შესაძლებელი გახდება არასრულწლოვანთა ჩაბმულობის აღკვეთა.

4) შესაძლბელები გახდება სექს-მუშაკთა უსაფრთხოების დაცვა, რომლებიც ხშირად ხდებიან ძალადობის მხვერპლნი.

5) ლეგალიზებით ამ ბიზნესში ჩართული პირები ვალდებულნი იქნებიან გადაიხადონ გადასახადები .

თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა მოხდეს თუ არა ლეგალიზაცია და რატომ?

0
114
შეფასება არ არის
ავტორი:რუსკა ეფაძე
რუსკა ეფაძე
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0