x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სექტემბრიდან ხელფასი გაეზრდებათ მენტორ, წამყვან და უფროს მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს, რესურსცენტრის ხელმძღვანელებს...

განათლების რეფორმის ფარგლებში 2019 წლიდან იწყება ხელფასების ზრდა ყველა მასწავლებლისთვის, რომელთაც ექნებათ უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსი. სახელფასო ზრდა ასევე შეეხებათ რესურსცენტრების ხელმძღვანელებს, სკოლების დირექტორებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს.


image


ამის შესახებ განცხადება მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სამინისტროში განართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ამ სიახლეებთან დაკავშირებით განხორციელდება შესაბამისი საკანონმდებლო და საბიუჯეტო ცვლილებები.



„ვიწყებთ განათლების რეფორმის შემდგომ ეტაპს, მნიშვნელოვან ცვლილებებს სკოლებში სწავლების ხარისხის ასამაღლებლად. აუცილებელია, უზრუნველვყოთ მასწავლებლის შრომის ღირსეული ანაზღაურება. მაღალი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებელი უნდა იყოს მაღალანაზღაურებადი. შესაბამისად, ყველა მასწავლებელს, რომელსაც აქვს უფროსი, წამყვანი ან მენტორის სტატუსი, 2019 წლის სექტემბრიდან ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება. ანაზღაურების ზრდა ყოველწლიურად გაგრძელდება და 2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1500 ლარს და მეტს გაუტოლდება. ის პრაქტიკოსი მასწავლებლები რომლებსაც აქამდე არ აქვთ და ზაფხულში დაადასტურებენ მინიმალურ კომპეტენციას და აიმაღლებენ სტატუსს, ასევე მიიღებენ გაზრდილ მზარდ ანაზღაურებას 2019 წლის სექტემბრიდან”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.






0
158
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0