x
image
ეკა ლაცკა
ვის თვლიდა ყველაზე დიდ ადამიანად რუსეთში ფიოდორ დოსტოევსკი - პასუხი, რომელმაც მთელი საფრანგეთი გააოცა
სფრანგეთში ყოფნისას დიდ მწერალს და მოაზროვნეს, ფიოდორ დოსტოევსკის ერთი უცნაური შემთხვევა შეემთხვა.

მას უკვე დიდი მწერლის სტატუსი ჰქონდა, როდესაც საფრანგეთს ეწვია და მასთან შეხვედრა და მისი ახლოს გაცნობის სურვილი საფრანგეთის იმდროინდელი ინტელექტუალების ჯგუფმა გამოთქვა.

image

მიწვევაზე ფიოდორს უარი არ უთქვამს, უსიტყვოდ დათანხმდა.


წვეულება მხოლოდ მის საპატივსაცემოდ იმართებოდა... ყველა ცდილობდა მწერლის ყურადღება მიეპყრო. მოწიწებით ექცეოდა ფრანგული ელიტა დიდ მოაზროვნეს.

ერთ პიროვნებას კი ჩვენი მწერალისთვის დაუსვამს ძალიან საინტერესო შეკითხვა.

საინტერესო იმიტომ, რომ ფედკას პასუხმა ამ კითხვაზე, მართლაც მთელი საფრანგეთის მაღალი წრის საზოგადოება აალაპარაკა და დოსტოევსკი განსაკუთრებულად, ახლა უკვე სხვა კუთხითაც პატივსაცემი პიროვნება გახადა.

image

იმ ეპოქის ნაკლებად ცნობილმა პოეტმა დოსტოევსკის ჰკითხა:

- თქვენი აზრით, ვინაა ყველაზე დიდი ადამიანი, რომელსაც რუსეთში ოდესმე უცხოვრია? -

ფრაგნი ალბათ, დარწმუნებული იყო, რომ დოსტოევსკი პუშკინს დაასახელებდა.

მის მომდევნო გეგმაში კი ტოლსტოიზე საუბრის ჩამოგდება შედიოდა, რომელზე ლაპარაკსაც ფედკა ყოველთვის ერიდებოდა.


- მარია ნეჩაევა -

ცოტა ხნის პაუზის შემდეგ სევდიანად, თუმცა დამაჯერებლად უპასუხა ფედკამ -

ნამდვილად, ეს ქალი ყველაზე აღმატებული პიროვნებაა, რომელსაც ოდესმე უცხოვრია ან ყოფილა მთელს რუსეთში - დასძინა მან ასევე.

- ვინ?

(?!...) - ახლა უკვე მომდევნო კითხვით მიუმართავს დოსტოევსკისთვის გაკვირვებულ ფრანგს, რადგან ამ ქალის სახელი არა მხოლოდ მისთვის, არამედ დამსწრე საზოგადოებისთვისაც უცნობი გახლდათ.

ამ კითხვაზე კი ფეოდორმა პასუხი არ გასცა.

...

არავინ იცოდა ვინ იყო ქალი, რომელიც ამხელა მწერალმა ყველაზე დიდ ადამიანად დაასახელა.

მთელი ფრანგული ელიტა გაოცებამ და ცნობისმოყვარეობამ მოიცვა...

წვეულების ბოლოს ფრანგ მწერალთან დოსტოევსკის ძველი მეგობარი და წვეულებაზე თეოდორის თანმხლები პირი - ვინმე ფრანგი მაღალჩინოსანი მისულა და მიუმართავს:

- ვინ არის მარია ნეჩაევა? ეს ხომ თეოდორ მიხაილოვიჩის დედაა მონსინიორ! აი, სწორედ მასზე საუბრობდა ის, როცა ჰკითხეთ - თუ ვინ იყო ყველაზე დიდი პიროვნება მთელს რუსეთში.

ეს ამბავი ელვის სისწრაფით მოედო ჯერ პარიზს, შემდეგ კი საფრანგეთს...

მას უემოციოდ ვერავინ ისმენდა და განსაკუთრებით უფასებდა ამ დიდ მოღვაწესა და ადამიანს, იმას რომ მას ასე ძლიერად უყვარდა დედა...

დედა, რომელიც 16 წლის ასაკში დაკარგა ....


image ფოტოზე : მწერლის მშობლები

0
2393
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
2393
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0