x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134389
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ანალიზი

ეროვნული ლიგა

მოგესალმებით ძვირფასო intermedia.ge -ს მკითხველებო!

მე გახლავთ იმედა შერიფაძე 1968 წელს დაბადებული ქალაქ ბათუმში.

დღეს ვისაუბრებთ საქართველოს ეროვნული ლიგის მე-12 ტურის მიმოხილვაზე, რომელიც ჩატარდა 10.05.2019 – 11.05.2019. მინდა დავიწყო საუბარი ყველაზე საინტერესო მატჩით, რომელიც ყველაზე დაძაბული გამოდგა, ბათუმის დინამოსა და თბილისის დინამოს დაპირისპირება. მატჩი დასრულდა ბათუმელთა გამარჯვებით 3:2. თამაშის 23-ე წუთზე პენალტით ანგარიში გახსნა ვალერიან თევდორაძემ, რომელიც გამოიმუშავა ლაშა ჩალაძემ. ეს უკანასკნელი საუკეთესო განაცხადია ბათუმის დინამოში, რომელმაც პირველად ითამაშა ბათუმის დინამოს რიგებში. შემდეგ 34-ე წუთზე ანგარაში ორამდე გაზარდა, თავისი ულამაზესი დარტყმით ლაშა ჩალაძემ, რომელიც ტურის ყველაზე ლამაზი გოლი იყო. პირველი ტაიმი ამით დამთავრდა, ხოლო მეორე ტაიმი ბევრად საინტერესო აღმოჩნდა. თამაშის 78-ე წუთზე შენგელიას დარტყმული ბურთი ჩაჭრა გიორგი ჯანელიძემ და საკუთარ კარში ბურთი გაიტანა. თამაშის 80-ე წუთზე სანტუშმა მეორედ გაიტანა ბურთი საკუთარ კარში. ასე, რომ ბათუმელთა წყალობით თბილისის დინამომ ორი გოლი გაიტანა და ბოლოს თამაშის მიწურულს თორნიკე გაფრინდაშვილმა საბოლოო გამარჯვება მოუტანა გიორგი გეგუჩაძის შეგირდებს. მატჩი დასრულდა ანგარიშით 3:2.

არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა მატჩი საჩხერეში, სადაც დაუპირისპიედა ადგილობრივი საჩხერე თბილისის. აქ ერთადერთი და გადამწყვეტი ბურთი თბილისი კარში გაიტანა 69-ე წუთზე საჩხერეს შუქურას თავდამსხმელმა მიხეილ სარდალიშვილმა. მატჩი დასრულდა ანგარიშით 1:0 საჩხერეს ჩიხურას გამარჯვებით.


კიდევ ერთი საინტერესო მატჩი ჩატარდა ბოლნისში, სადაც ადგილობრივი სიონი დაუპირისპირდა გორის დილას. თამაშის მე-18 წუთზე ანგარიში გახსნა ბოლნისელთა ნახევარმცველმა დავით კირკიტაძემ. ტაიმის მიწურულს 45-ე წუთზე გორის დილამ შეძლო ანგარიშის გათანაბრება, საჩხერეს ჩიხურას კარში ბურთი გაიტანა გორის დილას ნახევარმცველმა ალვან ფორტემ. არა ნაკლებ საინტერესო გამოდგა თამაშის მე-2 ნახევარი, მაგრამ თამაშის 71-ე წუთზე გორის დილას კარში გატანილი ბურთი აღმოჩნდა გადამწყვეტი. გორის დილას კარში ბურთი გაიტანა ბოლნისის სიონის თავდამსხმელმა ვილი ისიანიმ. თამაში დასრულდა ბოლნისის სიონის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1.

რუსთავმა საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით 3:1 დაამარცხა თბილისის საბურთალო, ამ მატჩით ეს უკანასკნელი სატურნირნო ცხრილში გადავიდა მე-2 პოზიციაზე. აქ მატჩის მეორე ნახევარი გამოდგა უხვგოლიანი. თამაშის 58-ე წუთზე ბურთი თბილის საბურთალოს კარში გაიტანა რუსთაველმა თავდამსხმელმა ლუკა იმნაძემ. 74-ე წუთზე რუსთაველებმა ანგარიში ორამდე გაზარდეს, ბურთი საბურთალოს კარში გაიტანა რუსთაველმა ნახევარმცველმა პარხად გისტაროვმა. თამაშის მიწურულს, დამატებით დროში საბურთალომ შეძლო პრესტიჟის გოლის გაეტანა. ბურთი რუსთავის კარში გაიატანა საბურთალოს მცველმა დაჩი ცნობილაძემ. საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე რუსთავმა შეძლო კიდევ ერთი გოლის გატანა, ბურთი საბურთალოს კარში გაიტანა რუსთაველმა ნახევარმცველმა ლუკა ზვიადაძემ. მატჩი დასრულდა რუსთავის გამარჯვებით 3:1.

კიდევ ერთი საინტერესო მატჩის მომსწრენი გავხდით 10.05.2019 რომელიც ჩატარდა თბილისში. ერთმანეთს დაუპირისპირდა ადგილობრივი ლოკომოტივი და ქუთაისის ტორპედო. მატჩი აღმოჩნდა უხვგოლიანი. თამაშის მე-12 და მე-14 წუთებზე თბილისის ლოკომოტივის კარში ბურთები გაიტანეს ქუთაისელმა ნახევარმცველმა ნოდარ ქავთარაძემ და თავდამსხმელმა ბუდუ წივწივაძემ. თამაშის 62-ე წუთზე რიჩარდ ლუკამ ანგარიში სამამდე გაზარდეს ქუთაისელმა ფეხბურთელებმა. 81-ე წუთზე თბილისის ლოკომოტივმა შეძლო მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა. ტორპედო ქუთაისის კარში ბურთი გაიტანა თბილისელმა ნახევარმცველმა თემურ შონიამ. მატჩი დასრულდა ქუთაისის ტორპედოს გამარჯვებით 1:3.

დასრულდა საქართველოს ეროვნული ლიგის მე-12 ტურის მატჩები. მე-12 ტური საერთოდ საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა. სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება:

სატურნირო ცხრილი


  • დინამო ბათუმი - 12 8 1 3 20-13 25
  • საბურთალო თბილისი - 12 8 0 4 25-19 24
  • ტორპედო ქუთაისი - 12 7 2 3 18-13 23
  • დინამო თბილისი - 12 6 2 4 24-13 20
  • საჩხერე - 12 4 6 2 15-11 18
  • სიონი - 12 5 2 5 17-25 17
  • დილა - 12 4 2 6 11-12 14
  • თბილისი 12 3 2 7 7-13 11
  • ლოკომოტივი თბილისი - 12 3 0 9 13-21 9
  • რუსთავი - 12 2 3 7 12-22 9


მე-13 ტურის ანონსი


  • 14.05 16:00 ტორპედო ქუთაის - საბურთალო თბილისი
  • 14.05 20:00 თბილისი - სიონი
  • 15.05 17:00 საჩხერე - რუსთავი
  • 15.05 19:00 დილა - დინამო ბათუმი
  • 15.05. 21:00 დინამო თბილისი - ლოკომოტივი თბილისი

პატივისცემით იმედა შერიფაძე

0
15
1-ს მოსწონს
ავტორი:იმედა შერიფაძე
იმედა შერიფაძე
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0