x
მეტი
  • 20.05.2019
  • სტატია:90136
  • ვიდეო:340051
  • სურათი:452464
როგორ შეიცვლება "ფეისბუქი" 2019 წელს?
imageროგორ შეიცვლება "ფეისბუქი" 2019 წელს - სტატიაში გაგაცნობთ ყველა იმ სიახლეს, რაზეც მარკ ცუკერბერგმა პრეზენტაციაზე ისაუბრა.
სოციალური ქსელის - "ფეისბუქის" ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმა Facebook-ის ახალი დიზაინი წარადგინა. ცუკერბერგის განცხადებით, შეიცვლება სოციალური ქსელის ლურჯი მენიუ (Header), სადაც საიტზე შესვლისას სხვადასხვა ფუნქციაა დატანილი. ლურჯი ფერის ნაცვლად, ის თეთრი გახდება. ამასთან, Facebook-ის ველი, სადაც "ისტორიების" (Story) გამოქვეყნება შეგვიძლია, უფრო შესამჩნევი იქნება და საიტის ცენტრში გადმოინაცვლებს.image

პრეზენტაციისას ცუკერბერგმა განაცხადა, რომ განახლდება Messenger-ის დიზაინიც და ის უფრო სწრაფი და მოსახერხებელი გახდება. მისი თქმით, მუშავდება Messenger-ის ახალი ვერსიაც "ОС Windows" და "MacOS" -თვის. ახალი დიზაინი შემუშავდება "ჯგუფების" ველშიც. მომავალში ალგორითმი ზუსტად იმ ჯგუფებს გაუწევს რეკომენდაციას, რომლებიც ჩვენს ინტერესებს შეეფერება. დაემატება ვაკანსიების ადგილიც, სადაც დამსაქმებლებს შეეძლებათ ახალი თანამშრომელი სოციალური ქსელით მარტივად იპოვონ.

ყველა ეს სიახლე, რომელიც სოციალური ქსელის ბოსმა დეველოპერებთან შეხვედრაზე წარადგინა, 2019 წელს სრულად განხორციელდება და პროექტები პლატფორმებს ეტაპობრივად დაემატება."Facebook" ცდილობს ხელი შეუწყოს "მაღალი ხარისხის სიახლეებს."


როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ფეისბუქი გაითიშა და მსოფლიო პარალიზებული იყო რამდენიმე საათის განმავლობაში. შეგახსენებთ, რომ მანამდე „ფეისბუქის“ აქციონერები კომპანიის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვდნენ. აქციონერთა ნაწილი ამ მოთხოვნას აყენებს აქციონერთა ყოველწლიური შეკრების წინ, რომელიც 30 მაისისთვის არის დაგეგმილი.
მათი მოთხოვნა გამოქვეყნდა ამერიკის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის ვებგვერდზე.
დოკუმენტის თანახმად, კომპანიის ხელმძღვანელობის მთელი რიგი შეცდომების გამო, კომპანიამ 2018 წლის ივლისიდან შეფასებითი ღირებულების 40 % დაკარგა. განცხადების ავტორები ამ დანაკარგისთვის პასუხისმგებლობას უშუალოდ მარკ ცუკერბერგს აკისრებენ, რომელიც, მათი განცხადებით, ერთპიროვნულად მართავს კომპანიას.
აქციონერების შეთავაზებაა, რომ კომპანიის მუშაობის ოპტიმიზაციისთვის, სხვა საკითხებთან ერთად, მარკ ცუკერბერგის ნაცვლად „ფეიბუქის“ დირექტორთა საბჭოს ხელმღვანელის თანამდებობაზე დამოუკიდებელი პირი აირჩიონ.

პ.ს. მიმდინარე წლის 30 მაისს არის ჩანიშნული აქციონერთა შეკრება და დაველოდოთ მოვლენებს, როგორ განვითარდება პროცესები და ჩამოაშორებენ თუ არა დირექტორთა საბჭოს ხელმძრვანელობას კომპანიის დამფუძნებელს ან აირჩევენ თუ არა ახალ დირექტორს.

0
118
5-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
Mediator image
Mediator image
Mediator image
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0