x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ნორვეგიელმა ტურისტმა მაწანწალა ძაღლი გადაარჩინა,თვითონ კი ცოფისგან დაიღუპა
imageფილიპინებში მოგზაურობის დროს ნორვეგიელმა ტურისტმა, 24 წლის ბირკიტე კალესტადმა(Birgitte Kallestad) მაწანწალა ძაღლი გადაარჩინა, თვითონ კი ცოფისგან დაიღუპა.



როგორც ახალგაზრდა გოგონას ნათესავები ჰყვებიან, ბირკიტემ მოპედით სეირნობის დროს გზის პირას თხრილში იპოვა ძაღლი, წამოიყვანა სახლში სადაც მეგობრებთან ერთად ქირით ცხოვრობდა, დაბანა, აჭამა და დაუმუშავა ჭრილობები(ბირკიტე ჯანდაცვის მუშაკი იყო) ამის შემდეგ მთელი დასვენების პერიოდში ძაღლი მასთან და მის მეგობრებთან დარჩა, ძაღლი მათ ეთამაშებოდა, რა დროსაც ბირკიტეს და მის მეგობრებს მცირე ნაკაწრები აღენიშნებოდათ, რომელიც იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ ამისთვის ყურადღება არც მიუქცევიათ.

image

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გოგონა ცუდად გახდა, თავიდან დაეწყო თავის ტკივილები და ციებ-ცხელება, შემდეგ კი ჰალუცინაციები და სპაზმები, გოგონა რამდენჯერმე გასინჯეს საავადმყოფოში, თუმცა ზუსტი დიაგნოზი ვერ დაუსვეს, მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ ერთ-ერთმა ექიმმა ივარაუდა, რომ ეს იყო ცოფი, ანალიზები შვედეთში გააგზავნეს, სადაც დიაგნოზი დაადასტურეს, პასუხის მოსვლიდან ორ დღეში გოგონა გარდაიცვალა.





ამჟამად გარდაცვლილი გოგონას მშობლები იბრძვიან იმისთვის, რომ ისეთ ტურისტულ ადგილებში მოგზაურობის დროს, სადაც არსებობს შანსი ცოფით დაავადდეს ადამიანი, წინასწარ ანტირაბიული აცრები სავალდებულო გახდეს:



"ვშიშობთ, რომ შესაძლოა ეს კიდევ ვინმე სხვას დაემართოს, ამიტომ მოვითხოვთ, რომ ვაქცინა აუცილებელ პირობად შეიტანონ პროგრამაში იმ ადგილებში მოგზაურობისას, სადაც შესაძლოა ცოფით დაინფიცირდეთ, თუ ამას მივაღწევთ და გადავარჩენთ სხვის სიცოცხლეს, მაშინ ჩავთვლით, რომ ჩვენი ქალიშვილის სიკვდილს ამაოდ არ ჩაუვლია"-აღნიშნულია გოგონას ნათესავების განცხადებაში.

image




0
228
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0