x
მეტი
  • 24.08.2019
  • სტატია:93853
  • ვიდეო:342248
  • სურათი:456116
დინამო თბილისი-1981-კიდევ ერთხელ გავიხსენოთ გზა დიდი გამარჯვებისკენ

image

ყველაფერი იმით დაიწყო, საბჭოთა კავშირის თასის ფინალში "დინამო" დამარცხდა დონეცკის "შახტიორთან" 1:2 (დინამოდან ერთადერთი გოლი გიორგი ჭილაიამ გაიტანა მე-80 წუთზე), რადგან "შახტიორმა" 1979 წლის ჩემპიონატზე მე-2 ადგილი დაიკავა, უკრაინულმა გუნდმა უეფას თაზე გამოსვლა ამჯობინა, დინამო თბილისმა კი, როგორც ფინალისტმა, 1980/1981 სეზონის ევროპის თასების მფლობელთა თასზე გათამაშების უფლება მოიპოვა.


1/16 ფინალში დინამოს მეტოქე საბერძნეთის "კასტორია" იყო, პირველი მატჩი საბერძნეთში 17 სექტემბერს გაიმართა მატჩი ანგარიშით 0:0 დამთავრდა,


თბილისში განმეორებით მატჩზე 1 ოქტომბერს "დინამომ" "კასტორია" 2:0 დაამარცხა, გოლები გაიტანეს:შენგელიამ (52წ) და გუცაევმა (80წ).მატჩს ესწრებოდა 30 000 მაყურებელი.


1/8 ფინალი-ირლანდიის "უოტერფორდი"-პირველი მატჩი გასვლაზე "დინამომ" 1:0 მოიგო, (22 ოქტომბერს), გოლი 50-ე წუთზე შენგელიამ გაიტანა.


თბილისში საპასუხო მატჩი 5 ნოემბერს გაიმართა, დინამომ 4:0 მოიგო გოლები გაიტანეს:დარასელიამ (50 -წ და 79-წ), ჩივაძემ (74-წ) და ჭილაიამ (87წ), მატჩს "დინამოს" სტადიონზე 50 000 მაყურებელი ესწრებოდა.


1/4 ფინალი-ლონდონის "ვესტ ჰემი"- 4 მარტი, ლონდონი, „ეპტონ-პარკის“ სტადიონი, სტუმრად მოთამაშე "დინამომ" გაანადგურა ინგლისელები 4:1-გოლები გაიტანეს: ჩივაძემ (24წ), გუცაევმა (31წ), კროსმა(54წ), შენგელიამ (55 და 67წ).



18 მარტს საპასუხო მატჩზე "დინამოს " სტადიონი სრულად ივსება(80 000-ზე მეტი მაყურებელი), მატჩი დასრულა 1:0 "ვესტ-ჰემის" გამარჯვებით(პირსონსი-87წ)


1/2 ფინალი-როტერდამის "ფეინოორდი"-თბილისი, 8 აპრილი, "დინამო" ჰოლანდიურ კლუბს ანგარიშით 3:0-ს ამარცხებს, გოლების ავტორები:სულაქველიძე (24 და 51წ), გუცაევი (30წ), მატჩს ესწრებოდა 80 000 მაყურებელი.





საპასუხო მატჩი როტერდამში, რომელიც 22 აპრილს გაიმართა, დინამო დამარცხდა ანგარიშით 0:2 საოცრად არაობიექტური მსაჯობის ფონზე(ავსტრიელმა მსაჯმა ფ.ვერერიმ ორი აშკარა გოლი არ ჩაგვითვალა და პენალტიც არ დაგვინიშნა).

image



რამაზ შენგელია იხსენებს:"ერთმა ფაქტმა გაგვაოცა, რამაც საბოლოო გამარჯვება გაგვიიოლა. ჰოლანდიელმა გულშემატკივრებმა ბოლო 15 წუთში ”ფეინოორდის” გულშემატკივრობა შეწყვიტა... თამაშის შემდეგ კი არც ოვაციები დაიშურეს ჩვენთვის... ხედავდნენ, მათ გუნდს რომ ვჯობდით”.




ფინალი- "კარლ ცეისი"იენა, აღმოსავლეთ გერმანულმა კლუბმა ფინალამდე 1/16 ფინალში ჩამოიშორა "რომა", 1/8-ში "ვალენსია" 1/4-ში "ნიუპორტი" და 1/2 ფინალში "ბენფიკა".



13 მაისი, გერმანია დიუსელდორფი, "რეინშტადიონი" -9 ათასი მაყურებელი, დინამო ამარცხებს "კარლ ცეისს" 2:1 გოლების ავტორები: ჰოპე (63წ), გუცაევი (67წ), დარასელია (87წ)




1
135
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
135
  
ყავდათ ქართველებს ფეხბურთელები, სამწუხაროდ წარსულ დროში გვიწევს ქართველ ფეხბურთელებზე საუბარი. აბა დღეს ქართველი ფეხბურთელი მხოლოდ 2 სიტყვიანი ანიგდოტია
0 1 1