x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"საუკუნის გაძარცვა"- როგორ მოიპარეს ნიკეს თასი, რომელსაც 6 დეტექტივი თვალს არ აშორებდა

image

1966 წლის 20 მარტს გაიტაცეს ნიკეს თასი- ოქროს ქალღმერთის ქანდაკება, რომელიც 4 კილოგრამს იწონიდა და 30 სანტიმეტრი იყო. ქვეყანა შეუძრავს ამ ცნობას. "ფიზკულტურას და სპორტის" დირექტორი მიხეილ კაკაბაძე მომხდართან დაკავშირებით წერს: "ინგლისის დედოფალი ელისაბედ მე-2 რომ მოეტაცებინათ, ალბათ, ასეთი წარმოუდგენელი აურზაური არ ატყდებოდაო". ნიკეს მოტაცებას "საუკუნის ძარცვა" უწოდეს.
როგორ მოახერხა ქურდმა თასის მოტაცება? როგორც ცნობილია, თასი ვესმისტერის სასახლის ცენტრალურ დარბაზში, მინის დახშულ ვიტრინაში იდგა. ყოველი მხრიდან დახშულ ვიტრინას დღე-ღამის განმავლობაში ყარაული ედგა, ექვსი დეტექტივი წამით არ აშორებდა თვალს, სასიგნალო მოწყობილობაც დამონტაჟებული იყო. მოხდა საოცრება: ქურდმა ისე გატეხა მინის ვიტრინის საკეტი, რომ მინა არც კი გაუბზარავს, ამიტომ არ იმოქმედა არც სიგნალიზაციამ და არც ხმაური ისმოდა: ბოროტმოქმედმა ისეთი დრო შეარჩია, როცა მეზობელ დარბაზში სამასკაციან გუნდს რეპეტიცია ჰქონდა.
ოქროს ქალღმერთის დაკარგვის პერიოდში ბევრმა გამომძალველმა და თაღლითმა წამოყო თავი. ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტის კაბინეტში უცნობი პირები რეკავდნენ და ეუბნებოდნენ ადგილს, სადაც ფული უნდა მიეტანათ, სანაცვლოდ კი თასს გადასცემდნენ. ბოროტმოქმედებიდან ერთი კვირის შემდეგ კი ოქროს ქალღმერთი 26 წლის დევიდ კორბეტის ძაღლმა- პიკლზმა იპოვა. თურმე ძაღლი ბუჩქებისკენ გაიქცა, რომელსაც პატრონი თან გაჰყვა და მიწაში სანახევროდ ჩაფლული, გაზეთში გახვეული ოქროს თასი ნახა. ძაღლის პატრონმა თასი პოლიციას გადასცა. შემდეგ გაირკვა, რომ ქურდიც იქვე ცხოვრობდა.
ცნობისთვის: ნიკეს თასი 1929 წელს ფიფას მაშინდელი პრეზიდენტის ჟიულ რიმეს შეკვეთით ცნობილმა ფრანგმა ოქრომჭედელმა აბელ ლაფლერმა გააკეთა.

0
271
შეფასება არ არის
ავტორი:ელენა18
ელენა18
271
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0