x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
თებერვალში რუსულმა დაქირავებული მებრძოლებისაგან შემდგარმა დანაყოფმა "ვაგნერმა" მძიმე დანაკარგები განიცადა

image რუსებმა ბევრი რამ დამალეს სირიაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კონტიგენტის დანაკარგების შესახებ, მაგრამ ვერ დამალეს რუსი მებრძოლებით დაკომპლექტებული კერძო რუსული დაქირავებულ მებრძოლთა კომპანია "ვაგნერის" დანაკარგებზე, რადგან თავად რუსმა სამხედროებმა და "ვაგნერის" წევრების ნაწილმა გაახმაურა აღნიშნული ინფორმაცია.
კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერმა" სირიაში გასულ წელს, 5 თებერვლიდან 11 თებერვლის ჩათვლით მათი მონაცემებით დაკარგა დაახლოებით 300 მებრძოლი.
როგორც სააგენტო "Reuters"-ი იტყობინება რუს სამხედრო ექიმზე დაყრდნობით, სირიაში ერთი კვირის მანძილზე "ვაგნერმა" დაკარგა 300 მებრძოლამდე, დაჭრილების რიცხვი კი ბევრად მეტია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თებერვალში აღნიშნული ფაქტი უარყო, თუმცა დაღუპული მებრძოლების სურათები გავრცელდა უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ "ვაგნერი"-ს ჯგუფი კერძო სამხედრო კომპანიაა და მას არაფერი აქვს საერთო რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთანო.
imageimageimageimageimage









0
486
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
486