x
image
Teklamaisuraze
თეზევსის გმირობები, რომლის მიხედვითაც გადაღებულია ანტიკური ფილმები, შეხვედრა კოლხ მედეასთან

/სტატია დაწერილია პლუტარქეს თხზულების მიხედვით /

პირვნლად იგი ეპიდავრის მიდამოებში ავაზაკ პერიფეტეს წააწყდა. რომელიც იარაღად უზარმაზარ ხმალს კომბალს ხმარობდა. ამიტომაც მეტსახელად კორინეტედ იწოდებოდა. პერიფეტემ თეზევსს ხელი სტაცა და გზა გადაუღობა. მაშინ თეზევსი შეებრძოლა და ყაჩაღს სიცოცხლე მოუსწრაფა. პერიფეტეს კომბალმა კი ისე მოხიბლა, რომ იმ დღიდან მისი განუყრელი იარაღი გახდა. როგორც ჰერაკლესათვის ლომის ტყავი. ეს იმის ნიშანი იყო თუ რამხელა მხეცი ჰყავდა მოკლული. თეზევსი კი აჩვენებდა, რომ კიმბალი ბრძოლით მოიპოვა და ვაგლახ ვერავინ წაართმევდა.

image

ისთმოსში თეზევსმა მოკლა ფიჭვთა მზნექელი სინისი. სინისს მან ისეთივე სიკვდილით მოუღო ბოლო, როგორც თავადსინისს სხვა დანარჩენებისთვის . სინისს მეტად ლამაზი და გოლიათური აღნაგობის ასული ჰყავდა, პერიგუნე. მამა რომ მოუკლეს პერიგუნე გაიქცა. თეზევსმა თავგამოდებით დაუწყო ძებნა, მან კი თავი ძეძვისა და სატაცურის ხშირ ხშირ ბუჩქნარს შეაფარა თავი და მცენარეებს, თითქოს რაიმე ესმოდათ ემუდარებოდა დაემალათ და აღარ დაუშავებდათ არაფერს, აღარ დაწვავდა მათ.

image

თეზევსმა ხმამაღლა დაუწყო ძახილი ფიცს აძლევდა რომ არაფერს დაუშავებდა და მზრუნველობას არ მოაკლებდა. მაშინ გამოვიდა პერიგუნე საფარიდან. და ერთმანეთს დაუკავშირდნენ. ამ კავშირის შედეგად იშვა მელანიპე.

კრიომონის გარეული ღორი, რომელსაც სახელად ფეას ეძახდნენ. მეტად მძვინვარე და ძნელად დასამარცხებელი ნადირი იყო. გზად გავლისას ჩაუსაფრდა თეზევსი და მოკლა.

image

მეგარის საზღვარზე თეზევსმა მოკლა სკირონი. მან იგი კლდიდან გადააგდო. სკირონი გადმოცემის თანახმად გამვლელ გამომვლელებს ძარცვავდათ. ერთი თავხედი და უმოწყალო ვინმე ყოფილა, ფეხს გამოიშვერდა დამბანეთო, მერე კი წიხლს წაკრავდა ხოლმე.

ელევსინში თეზევსმა ბრძოლაში დაამარცხა და მოკლა არკადიელი კერკიონი. მცირე მანძილის გავლის შემდეგ სიცოცხლე მოუსწრაფა ჰერმოსში დამასტეს ანუ პროკრუსტეს. თეზევსმა იგი აიძულა დატოლებოდა საკუთარ სარეცელს ისე, როგორც ამას ეს ავაზაკი სხვებს უკეთებდა. ამგვარ ქმედებაში თეზევსი ჰერაკლეს ჰბაძავდა, ისიც ჰერაკლესავით სჯიდა ბოროტმოქმედთ.

მცირე ხნის შემდეგ თეზევსი კეფისის სანაპიროს მიადგა. აქ მას შეეგებნენ ფიტალეს შთამომავლები. რომელთაც პირველი გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს. თეზევსმა მათ სთხოვა ჩადენილი მკვლელობათაგან განეწმინდათ. ფიტალებმა იგი დადგენილი წესით განწმინდეს. დიდებულად გაუმასპინძლდნენ, რომელსაც აქამდე გზად არავინ ადამიანურად არ შეხვედრია.

ბოლოს თეზევსი ათონში მივიდა, ქალაქში კი საყოველთაო შფოთი და უთანხმოება დახვდა. ეგეოსის ოჯახშიც უწესრიგობა სუფევდა, კორინთოდან ლტოლვილი მედეა ეგეოსთან ცხოვრობდა. კოლხთა მეფის აიეტის ასული, იასონის მიერ ჩადენილი ღალატის გამო ღალატის გამო მედეა კორინთოდან გაიქცა და თავი ათენს შეაფარა. ეგეოსისგან მას ვაჟი შეეძინა მედოსი.

იგი მას უშვილობისგან ჯადოსნური წამლით განკურნებას შეჰპირდა. განჭვრიტა რა წინასწარ, თუ ვინ იყო თეზევსი, ატეხილი შფოთით დაშინებული და დაუძლურებული მოხუცი ეგეოსი მედეამ დაარწმუნა სტუმარი დაეპატიმრებინა და მოეწამლა.

თვალყური ადევნეთ სტატიებს და შემდეგში მოგიყვებით თეზევსის მომდევნო გმირობებს.

ასევე დააინტერესებთ :

ვინ არიან ბელ სუონოს სოლისტები, როდესაც პოლიტიკა სრულიად უძლურია

image

მაგრამ თეზევსს დიდი ხანია სწვავდა ცეცხლი ჰერაკლესავით საგმირო საქმეების ჩადენისათვის

image

როგორ ჩამოყალიბდა კოლიზეუმი გლადიატორთა სასაკლაოდ

image

2
168
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
168
  
2019, 13 მაისი, 15:08
მადლობა
საინტერესოა!
0 1 2