x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კოლუმბიაში ნაირფრად "აყვავებული" მდინარის სანახავად აუარებელი ტურისტი ჩავიდა
image

უნიკალური მოვლენის სანახავად იმდენი ტურისტი ჩავიდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული გახდა შეეზღუდა მნახველთა რაოდენობა.


კოლუმბიაში მდინარე კანიო-კრისტალესი სხვადასხვაფრად შეიღება. ეს არის წითელი, მწვანე, ყვითელი, ლურჯი და შავი.

ეს არის ყოველწლიური მოვლენა, რომელიც თავის პიკს წელიწადში ორჯერ აღწევს:მაის-ივნისში და ნოემბერში.


წლის დანარჩენ დროს მდინარე კანიო-კრისტალესი მონაცრისფო–მომწვანოა.

ფერების ცვლის გამო ადგილობრივი მცხოვრებლები მდინარეს ცისარტყელას და 5 ფერის მდინარეს უწოდებენ.

image

მდინარის არაჩეულებრივი ფერები გამოწვეულია წყალმცენარე Macarenia clavigera-ის მიერ.წვიმების სეზონის დროს წყალი უხვად მიედინება და მზის სხივები ვერ ასწრებენ მასზე "მოქმედებას", ხოლო გვალვების პერიოდში მდინარე წყალმარჩხი ხდება და მცენარე გადარჩენისთის იბრძვის, მისთვის ყველაზე იდეალურია სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი პერიოდებია, ამ დროს Macarenia clavigera იდეალურად გრძნობს თავს და ახარებს ათასობით ტურისტის თვალს.

image

ამ უნიკალური მოვლენის მნახველთა სიმრავლის გამო, სერანია დე -ლა მაკარენას ნაციონალური პარკის ადმინისტრაციამ შეზღუდა ტურისტების რაოდენობა, დღეში მხოლოდ 200 მნახველი, ამასთანავე, ტურისტებს ეკრძალებათ მზის დამცავი კრემების და კოღოს საწინააღმდეგო დეოდორანტების გამოყენება, რადგან მცენარე ძალზე მგრძნობიარეა ქიმიური ნივთიერებების მიმართ.

image

image

0
80
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0