x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134331
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
9 მაგალითი,თუ როგორ ხედავენ ადამიანები სხვადასხვა დაავადების დროს
image

ჩვენ გვგონია, რომ გარშემო ყველა ერთნაირად აღვიქვამთ ყველაფერს, სინამდვილეში ეს ასე არაა. ადამიანის ტვინს თავად შეუძლია დეჟავიუს ეფექტი შექმნას და თანაც, გარემომცველი სამყაროს აღქმის შეცვლა სხვადასხვა ფაქტორებმაც შეიძლება გამოიწვიოს.

წარმოგიდგენთ ამის თვალსაჩინო მაგალითებს:


ინსულტი


imageსწორედ ასე ხედავს ადამიანი გარშემომყოფ საგნებს ინსულტის შემდეგ. თითქოს ყველაფერი ნაცნობია და ამავდროულად ვერაფრის ამოცნობას ვერ ახერხებთ.


პროზოპაგნოზია

imageპროზოპაგნოზია სახის აღქმის დარღვევაა, როცა სახით ადამიანის ამოცნობის უნარი დარღვეულია.


ასტიგმატიზმი

imageსწორედ ასე ხედავენ ასტიგმატიზმით დაავადებული ადამიანები, როგორც ეს მარცხენა სურათზეა ნაჩვენები. ეს მხედველობის დარღვევაა, როდესაც მხედველობის მკაფიოობა იკარგება.


აკინეტოფსია

imageაკინეტოფსია ნეიროფსიქოლოგიური დარღვევაა, როცა მოძრაობის აღქმის დარღვევა ხდება. მოძრავ ობიექტს ადამიანი კადრების ცვლად აღიქვამს, რომლებიც გადღაბნილ კვალს ტოვებენ. ძალიან სწრაფ მოძრაობებს კი საერთოდ ვერ აღიქვამს.


ალისას სინდრომი

imageამ სინდრომის დროს საგნების ფორმების, მათი ზომების აღქმა შეცვლილია.


კაპგრას სინდრომი

imageამ სინდრომის დროს ადამიანი თვლის, რომ თავად ის ან მისი რომელიმე ახლობელი ორეულმა შეცვალა. ამტკიცებს, რომ ცუდი საქციელი არა მან, არამედ მისმა ორეულმა ჩაიდინა.


სინესთეზია

imageამ სინდრომის დროს სხვადასხვა სენსორული სისტემები ერთმანეთს უკავშირდება და ერთი მათგანის გაღიზიანებაზე მეორეც რეაგირებს. მაგალითად, ადამიანმა შეიძლება იისფერი მანქანა დაინახოს და ატმის გემო შეიგრძნოს ამავდროულად.


პარეიდოლია

imageთუ ფოტოზე ეკლესიას კი არა ფრინველს ხედავთ, თქვენ პარეიდოლია გაქვთ. ამ დროს ტვინი გამოსახულებებს სხვადასხვა ინტერპრეტაციებს აძლევს.


დისლექსია

imageსწორედ ასე ხედავს ტექსტს ის ადამიანი, რომელსაც დისლექსია სჭირს. შედეგად, ადამიანს სწავლა და წერა უჭირს.

0
574
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
574
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0