x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134329
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
ბიჭი რომელიც იტალიაში მოხუცის მომვლელად დედის მაგივრად წავიდა ღირსების ორდენის მფლობელია
დავითი მოხუცთან ერთად

ვინ არის ბიჭი რომელმაც დედა არ გაუშვა საზღვარგარეთ სამუშაოდ და მოხუცის მომვლელად თვითონ წავიდა

2008 წელს სოხუმში სოუმინის შენობაზე სადაც ადრე ჟიული შარტავა აწამეს დავით წოწორიამ საქართველოს დროშა აღმართა, ამის გამო დაიჭირეს და 14 დღე პატიმრობაში იმყოფებოდა. შემდეგ ქართული მხარისა და გაეროს მხარდაჭერით გათავისუფლდა და მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

• რატომ წახვედი საქართველოდნ?
- წამოსვლის მოზეზი უმუშევრობა იყო ბანკში ვმუშაობდი სამწუხაროდ ანაზღაურება იყო ძალიან დაბალი რაც 1 კვირაც კი არ მყოფნიდა.
• მოხუცის მომვლელად მუშაობა არ გაგიჭირდა?
- მთავარია ადამიანის მონდომება თუ ადამიანმა მოინდომა ყველაფერს შეძლებს, ძნელი არ არის ნამდვილად, მაგარამ არც ადვილია
• რატომ არ გაუშვი დედა საზღვარგარეთ სამუშაოდ და რატომ არჩიე თავად წასვლა?
- ეს სამწუხარო მენტალობა 21 საუკუნის სენია, რომელიც საქართველოს ინდექსათ იქცა და შეცვლას არ ექცემდებარება სამწუხაროდ საქართველოში ბიჭები დედებს უშვებენ საზღვარგარეთ სამუშაოდ მე ვერ გაუშვებ დედას იმიტომ რომ ძალიან მიყვარს


დავით წოწორია

• როგორ ფიქრობ სწორი გადაჭყვეტილება მიიღე? საქართველოში ვერ დასაქმდი?
- ვფიქრობ რომ ის უკანასკნელი საუკეთესო ბერკეტი გამოვიყენე რომელიც ხელთ გამაჩნდა ამ მომენტისთვის
• რა პროფესიის ხარ?
- ფსიქოლოგი ვარ სასულიერო სემინარია აკაფრმია, მაგისტრატურა მაქვს დამთავრებული
• რამდენი ხანია რაც ემიგრაციაში იმყოფები?
- შვიდ თვეზე თვეზე მეტია ემიგრაციაში ვარ
• როგორ ფიქრობ, საქართველოში როგორ შეაფასებენ შენს ასეთ გადაწყვეტილებას?
- ჯანსაღი გონება ჯანსაღად შეაფასებს და ვინც შრომის ფასი არ იცის მასთან უაზროა ამაზე საუბარი.
• ბევრისთვის მაგალითად მიუღებელია (ჟარგონულად გრეხია) რომ მოხუცს მოუაროს, შენი აზრით?
- არვიცი სიმართლე გითხრა სხვასზე ვერ ვიტყვი ვერაფერს მე პირადად ეს არ მეგრეხება არც მცხვენია

ღირსების ორდენი გამოჩენილი სიმამაცისთვის

• ბოლო პერიოდში საზღვარგარეთ, თავშესაფრის და სამუშაოს მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა, შენ რას ფიქრობ?
- დიახ გაიზარდა მე ევროპის ყველა ქვეყანაში ვარ ნამყოფი თითქმის, ესპანეთისა და საბერძნეთის გარდა ავსტრიაში და გერმანიაში საფრანგეთში, გადატენილია ქართველებით საფრანგეთში საერთოდ ქუჩაში ძინავთ იმიტომ რომ დახმარების სახით ყოველთვიური 450 ევრო აიღონ რადგან ზოგს ბანკის ვალი და დაყადაღებული აქვთ სახლი
• დომენიკ მანგომ საიდან შეიტყო, რომ შენ მანდ მუშაობდი?
- ჩვენ სოციალურ ქსელში ვსაუბრობთ ხომე და აქედან გავიცანი
• რას ეტყვი ქართველებს?
- გიყვარდეთ და დაიცავით დაიცავით საქართველო
• შენს ქვეყანაში რის შეცვლას ისურვებდი?
- ყველაფერი ცუდის რაც ჩვენს ქვეყანას აზიანებს
• როგორია შენი სამომავლო გეგმები?
- წინასწარ არვიცი უფალი მანახებს

ავტორი:გურამი არუთინაშვილი

1
3029
1-ს მოსწონს
ავტორი:გურამი არუთინაშვილი
გურამი არუთინაშვილი
3029
  
2019, 13 მაისი, 12:48
ადამიანი
0 1 1