x
ირმა ინაშვილი: "არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელთან კამათს აზრი არ აქვს...მაინც გიპასუხებს, რომ დედამიწა წვეტიანია"

image

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ადამიანთა რამდენიმე კატეგორია არსებობს, რომელთანაც დისკუსიის გამართვა შესაძლებელია. თუმცა არის ადამიანთა ისეთი კატეგორიაც, რომლებთან კამათს აზრი არ აქვს, შესაბამისად, უსიტყვოდ უნდა ჩაუარონ.
ამის შესახებ ინაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.
"არიან ადამიანები, რომლებთანაც დისკუსია, პოლემიკა, აზრთა ჭიდილი საინტერესოცაა და სასარგებლოც. მსჯელობის ბოლოს ან ის იცვლის აზრს, ან შენ, ან ორივე, ან არცერთი, მაგრამ კამათს არც შეურაცხყოფა ახლავს, არც ქედმაღლობა და ყოყლოჩინობა, არც დაჩაგვრის მცდელობა, არც ბოროტი გაზრახვა და სიკერპე... ამიტომაც ვაფასებ ასეთ "ჩხუბს"... არის ხალხი, ვინც შენი ღია მტერია, ჭკვიანია, მაგრამ ბოროტი. ასეთებს ხშირად შენი ჭკუის აღიარებაც არ უჭირთ. დაპირისპირება, კამათი მკაცრია, დაუნდობელი, სასტიკიც კი, მაგრამ საქმიანი, არა- პირადული. ვაფასებ ასეთ მტრებთან დისკუსიას. არის სხვა კატეგორია, რომელთანაც კამათს აზრი არა აქვს. ჯიუტია, ხისტი, უზრდელი, ცდილობს წყობიდან გამოგიყვანოს, არასდროს აღიარებს, რომ სხვა მოსაზრებაც იმსახურებს პატივისცემას, პრინციპში ბულინგს გიწყობს და რომ უთხრა, - მოძალადე ხარ, თავისუფალი აზროვნების არსი არ გესმის, მაინც გიპასუხებს, რომ დედამიწა წვეტიანია. არის მესამე, მეოთხე და მეათე კატეგორიაც, მაგრამ მე ამ პოსტს დავასრულებ იმ ადამიანებით, რომლებთანაც პოლემიკის სურვილიც არ გაგიჩნდებათ. ცარიელი, ცარიელი, ცარიელი... მხოლოდ ცილს გწამებს და შეურაცხგყოფს. მრუდეა. უსახური და საბრალო. ჩემი გამოცდილება ამბობს, ასეთ მედუზებს პასუხიც არ უნდა გასცეთ. უბრალოდ, უნდა ჩაუაროთ"-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

0
471
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენა18
ელენა18
471
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0