x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
თანამედროვე მუსიკის გაკვეთილის მახასიათებლები & ვიდეოგაკვეთილი

შემეცნებითი მიდგომა - ეს არის თეორიული აზროვნებისა და პრაქტიკული საქმიანობის ერთობლიობა. იგი ხორციელდება განვითარების ყველა საფეხურზე, ისევე როგორც საგანმანათლებლო სასწავლო პროცესში სხვადსხვა აქტივობების განხორციელებისას. მხოლოდ სწავლების პროცესში შემეცნება იძენს მკაფიო ფორმას.

image

ბავშვის განვითრების ერთ-ერთი მთავარი ფორმა არის შემოქმედებითობა. შესაბამისად მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარის გააქტიურება სწავლის მეთოდის გაუმჯობესების განუყოფელი ნაწილია. მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ სამყარო ჩვენს ირგვლივ არა მხოლოდ ჩვეულებრივი მოვლენაა, არამედ ჩვენ ყოველდღე გავდივართ ახალ გზას, რათა განუწყვეტლივ განვითარდეთ და აღმოვაჩინოთ სიახლეები.

  • როგორ მივაღწიოთ ამას სკოლაში, რათა მოსწავლემ გააკეთოს ახალი აღმოჩენები?

მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, ყველაზე სტაბილურ და ფართოდ გავრცელებულ განათლების მთავარ ფორმას გაკვეთილი წარმოდგენს, რაც მასწავლებელს ეხმარება პრობლემის გადაჭრა-დაძლევაში.

  • როგორი უნდა იყოს თანამედროვე გაკვეთილი?
  • როგორ გავაუმჯობესოთ გაკვეთილის ხარისხი?

ამ კითხვებს დასვამდა ყველა შემოქმედი პედაგოგი. როდესაც მასწავლებელს სურს გაკვეთილი იყო ნათელი და ემოციური, თითოეულ მოსწავლეს გააცნოს შესასწავლი მასალა ისე რომ გააქტიუროს მოსწავლეთა შემეცნების უნარ-ჩვევები, მაშინ წარმოიქმნება გაკვეთილის ჩატარების არატრადიციული ფორმები.

სიტყვა “ ტრადიციული“ ლათინურად ითარგმნება როგორც ჩვეულებრივი და საზოგადოებისათვის მიღებული . შესაბამისად, არატრადიციული ნიშნავს უჩვეულოს, განსხვავებულს.

ჩემი აზრით, საგანმანათლებლო პროცესის დატვირთვა არატრადიციული ფორმებით გაამართლებს გაკვეთილის ფორმის განვითარებას და გაუმჯობესებას. ვინაიდან, ფორმის ცვალებადობა იწვევს არსებული საკლასო ჩარჩოს შეცვლას და გაკვეთილი გადავა სხვა შემეცნებით საფეხურზე. ასეთი გაკვეთილის უჩვეულობა მოსწავლის შემოქმედებით წარმოსახვასა და პედაგოგის ფანტაზიაზეა დაფუძნებული. გაკვეთილი საჭიროებს სტანდარტულ და ორიგინალურ მიდგომას, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა აზროვნების გააქტიურებას და ინტერესის ზრდას შესაბამისად გაიზრდება გაკვეთილის ეფექტურობა.

მასწავლებელი მოსწავლეს აცნობს ყურადღების და მობილიზების, ცოდნის შეძენის მრავალფეროვან გზას, ამოცანის გადაჭრის საშუალებებს და ხელს უწყობს მასალის ანალიზისა და გამოკვლევისთვის საჭირო უნარების ფორმირებას.

არასტანდარტული გაკვეთილი მნიშვნელოვანი სწავლის მეთოდია, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჯგუფური მუშაობის ორგანიზებას. მოსწავლეებს უვითარდებათ მოსმენის, დამოუკიდებლობის, თანამშრომლობის, პასუხისმგებლობის, ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების, საკუთარი აზრის გამოთქმის, ლოგიკური დასკვნების გაკეთების, გადაწყვეტილების მიღების, კრიტიკული აზროვნების და შეფასების. შედეგად ვიღებთ მოსწავლეთა ინტერესის გაზრდას უწყვეტი განათლებისთვის .

მუსიკის გაკვეთილის პროცესში გამოიყენება: აუდიო და ვიდეო მასალა, საიფორმაციო კომპიუტერული ტექნოლოგიები, მულტიმედიური აღჭურვილობა.

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება წაახალისებს მოსწავლეებს საკუთარი თავის ახლებურად წარმოჩენაში . საჭიროა ყველა მოსწავლე ჩავრთათ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ მუშაობაში. მნიშვნელოვანია მოსწავლეთა განსხვავებული აზრის გათვალისწინება . პედაგოგომა უნდა გამოავლინოს ყურადრება როგორც ძლიერ, ასევე სუსტ მოსწავლის მიმართ, რათა მოსწავლეებს გაუჩნდეთ სურვილი გაკვეთილზე უფრო მეტად და აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

მასწავლებლებს შემუშავებული აქვთ ბევრი ფორმები და მეთოდები, ინოვაციური მიდგომები . გაკვეთილის ჩატარების ფორმის მიხედვით გამოირჩევა არასტანდარტული გაკვეთილის შემდეგი ტიპები:

  • თამაშით წარმოდგენილი გაკვეთილი:

კონკურსი, ვიქტორინა, კროსვორდი, ჯგუფებს შორის მუსიკალურ-რიტმული შეჯიბრი.

  • გაკვეთილები, დაფუძნებული სხვადსხვა ჟანრებსა და მეთოდურ სავარჯიშოებზე:

სამუშაო პრაქტიკა, გამომგონებლობა, ინტერვიუები, კომენტარები.

  • საჯარო ფორმის მსგავსი გაკვეთილები:

კონფერენციები, დისკუსია, დიალოგი, დებატები.

  • ფანტაზიაზე დაფუძნებული გაკვეთილები:

გაკვეთილი-ზღაპარი ; გაკვეთილი -სურპრიზი ; გაკვეთილი-მოგზაურობა.

  • კლასგარეშე მუშაობის ტრადიციული ფორმები:

სპექტაკლი, კონცერტი, მხატვრული ნაწარმოების ინსცენირება.

  • ინტეგრირებული გაკვეთილები.
  • ტრადიციული გაკვეთილები:

გამოკითხვა, გაკვეთილი-ჩათვლა.

სასწავლო პროცესში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მუსიკის გაკვეთილები. მუსიკის გაკვეთილისთვის აუცილებელია განსაკუთრებული ემოციური ატმოსფეროს შექმნა. მიუხედავად საერთო მახასიათებლებისა, თითოეული გაკვეთილი გამოიჩევა ორიგინალობით. გაკვეთილის ემოციური განწყობის შესაქმნელად ერთი ჟანრის ნაწარმოების მოსმენის შემდეგ საჭიროა სხვა ჟანრის ნაწარმოების მოსმენა და შედარება, რათა მივაღწიოთ მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრირებას.

ჩემი აზრით, მუსიკის გაკვეთილი თავად წარმოადგენს არასტანდარტულ და განხვავებულ გაკვეთილს სხვა საგნებთან შედარებით.

არასტანდარტული გაკვეთილის ჩატარებისას ვცდილობ შევასრულო შემდეგი რეკომენდაციები:

  • არასტანდარტული გაკვეთილის ფორმის არჩევისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს კლასის მზადყოფნის დონე, ხასიათი, ტემპერამენტი, მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებები .
  • აუცილებელი პრონციპია: “ ბავშვებთან და ბავშვებისთვის“ . ძირითადი მიზანია მოსწავლეებისთვის შევქმნათ სასიამოვნო და კრეატიული ატმოსფეროში .

ჩემს პრაქტიკაში შეიქმნა ერთგვაროვანი სისტემა არასტანდარტული მუსიკის გაკვეთილისა. ამგვარი გაკვეთილების ჩატარების ფორმა და მეთოდია:

  • გაკვეთილი-კონცერტი

ტარდება სასწავლო წლის ბოლოს, მისი მიზანია სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეულ მოსწავლეთა მუსიკალური კულტურის დონის დემონსტრირება.

სადღესასწაულო კონცერტი უნდა ჩატარდეს სადღესასწაულო ატმოსფეროში, სადაც წარმოდგენილი უნდა იყოს სხვდასხავა ტიპისა და შინაარსის მუსიკალური ნომერი, რომელსაც სწავლობდნენ მთელი წლის განმავლობაში. ეს არის სოლო სიმღერა ( ხალხური, თანამედროვე, კლასიკური), საგუნდო, მათ შორის მუსიკალურ-რიტმული მოძრაობები.

გაკვეთილი კონცერტი მთავრდება მშობლებთან ერთად სიმღერის შესრულებით. ეს ყოველთვის იწვევს ამაღლებულ გრძნობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გაკვეთილი-კონცერტისთვის.

  • გაკვეთილი-თამაში

არასტანდარტული გაკვეთილის დევიზია: “ბავშვები და თამაში“, რომლის მთავარი ამოცანაა-გავუჩინოთ ბავშვებს სწავლის სურვილი და ინტერესი, თამაშით განვავითაროთ მოსწავლე. თამაში არის აქტივობის ტიპი, რომელიც მიზნად ისახავს გამოცდილებას და მასალის პოზიტიურად ათვისებას. თამაში საშუალებას იძლევა მოსწავლე იყოს თამაშის პროცესში ჩართული, მიიღოს წარმატება ან წარუმატებლობის ემოციური გამოცდილება . ბავშვები სწავლობენ დამოუკიდებლობას, ტოლერანტობას, მეგობრობას, თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემას, კომპრომისზე წასვლას.

თამაში ხელს უწყობს თავდაჯერებულობას, პიროვნებისა და შემოქმედებით უნარის განვითარებას, სახალისოა და ზრდის მოტივაციას.

  • გაკვეთილი -ჩათვლა

ჩათვლა ასრულებს არა მარტო საკონტროლო ფუნქციას, არამედ მისი ძირითადი მიზანია-თემის სისტემატიზაცია და ძირითადი საკითხის ცოდნის შეჯამება. ჩათვლისას შეიძლება გამოვიყენოთ შემაჯამებელი გაკვეთილები, მასალის გამეორება, ცოდნის შემოწმება-ტესტირება .

  • ინტეგრირებული გაკვეთილი

ინტეგრირებული სწავლება სინთეზური აზროვნების განვითარების საუკეთესო საშუალებაა. სასწავლო მასალა ერთი საგნის მეორესთან თემატურაი კავშირის დამყარების საშუალებას იძლევა. თანამედროვე პედაგოგიკის ამოცანა ის არის, რომ ბავშვის აღქმაში გააერთიანოს, დააკავშიროს ცალკეულ საგნებში მიღებული ცოდნა.

ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან მინდა მოგიყვანოთ ინტეგრირებული გაკვეთილის მაგალითი, სადაც გაერთიანებული იყო რამდენიმე საგანი- მუსიკის, სახვითი ხელოვნების, ქართულის, ისტორიის და უცხო ენის. გაკვეთილის თემა- “პეიზაჟი მუსიკაში“-ბუნების აღწერა კომოზიტორებს შემოქმედებაში.

  • გაკვეთილო სემინარი

მთავარი მიზანია საკითხის სიღრმისეული შესწავლა, თეორიული და კონსტრუქციული მეთოდების დაუფლება. სკოლის გარემოში სემინარი პრაქტიკული სავარჯიშოების ერთ-ერთი ტიპია, რომელიც მოიცავს დამოუკიდებელ კვლევას, გამოცდილების საფუძველზე აკეთებენ ანგარიშებს, პრეზენტაციებს. ჩავატარე გაკვეთილი სემინარი: “მე და ჩემი მუსიკალური სამყარო''; “ თბილისი ოპერისა და ბალეტის ისტორია“ .

  • გაკვეთილი-კვლევა

მისი მიზანია მოსწავლეებმა შეიძინონ კვლევის უნარ-ჩვევები, როგორც მყარი ცოდნის მიღების უნივერსალური, დამოუკიდებელი გზა. კვლევის შედეგი უნდა იყოს ინტერაქტიული, შემოქმედებითი პრაქტიკის ცოდნა, ჭეშმარიტების დადგენა . მაგალითად, “ჩემი საყვარელი კომპოზიტორი“-ეს არის არატრადიციული გაკვეთილის პროგრესული გზა, რომელიც იძლევა მოსწავლეების იდეების გენერირებას, ინტერდისციპლინარული კავშირების გამოყენებას და ხელს უწყობს ინოვაციურ მეცნიერების, ტექნოლოგიების განვითარებას.

  • კლასგარეში საქმიანობა გაკვეთილი-ექსკურსია

ეს არის სასწავლო პროცესის ფორმა, რომლის ფუნქციაა სწავლის პროცესის განხორციელება არა საგანმანათლებლო პროცესის თვალსაზრისით, არამედ ბუნებაში, მუზეუმში, ოპერის თეატრში. ხდება პირდაპირი სამყაროს აღქმა. ექსკურსიის მეთოდი დამოკიდებულია თემაზე, დიდაქტიკურ მიზანსა და მოსწავლეთა ასაკზე, მათ განვითარებაზე. გაკვეთილი ექსკურსიის ტური უნდა შეიცავდეს მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის გეგმას: დაკვირვება, დიაგრამა, ჩანახატები, ვიზუალური და საილუსტრაციო მასალა (ფოტოსურათი).

იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის გამეჩინა ინტერესი წავიყვანე თბილისის ხალხურ საკრავთა მუზეუმში, მათ დაათვალიერეს საკრავები. გაუჩნდათ უამრავი კითხვები თუ როგორ იყო შექმნილი და საქართველოს რომელ კუთხეში როგორი საკრავებია გავრცელებული. ერთი კვირის შემდეგ კი წავიყვანე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტ “მაკნატუნაზე“ . მათ შესვენების დროს დაათვალიერეს საორკესტრო ორმო : სხვადასხვა საკრავები, დირიჟორის პულტი და პარტიტურა. ბავშვები ასევე მყავდა წაყვანილი ქართული ეროვნული კლასიკური მუსიკის ფუძემდებელის- ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში . სწორედ ქართული მუსიკალური ფოლკლორი გახდა კომპოზიტორის შემოქმედების საფუძველი.

-

ბავშვები აღფრთოვანებულები იყვნენ და გამოთქვეს სურვილი რომ შეძლებისდაგვარად დაემზადებინათ სხვადასხვა საკრავები. სკოლაში მოეწყო ბავშვების საინტერესო ნამუშევრების გამოფენა.

ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ვინაიდან ეს არის ზუსტად სწავლა-კეთებით, რაც ეფუძვნება ამერიკელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და განათლების სპეციალისტ ჯონ დიუის - “გამოცდილებით სწავლა, ანუ სწავლა კეთებით” მოსწავლე საკუთარი ცოდნის, წარმოსახვის, ინტელექტისა და შემოქმედების პროდუქტს ხედავს. ეს მას სიამოვნებას ანიჭებს, რაც, ერთის მხრივ, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების სტიმულს აძლევს, მეორეს მხრივ კი, აცნობიერებს და აჩვევს მას, რომ მოფიქრება და ჩანაფიქრის განხორციელება ერთი მთლიანი პროცესის ორი ფაზაა.

არასტანდარტული გაკვეთილებს მოსწავლეები უკეთესად იმახსოვრებენ. არ ღირს ასეთი გაკვეთილების ჩატარება მუდმივად, რადგან საინტერესოა მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს ნაკლებად სასარგებლო და ინფორმაციული . განათლებისა და აღზრდის მთავრი ფორმა უნდა იყოს ტრადიციული გაკვეთილი, მაგრამ აუცილებელია სასწავლო პროცესის ცვლილება, მრავალფეროვნება. ეს ხელს უწყობს მოსწავლეთა განითარებას, გააუმჯობესონ თავიანთი შემოქმედებითი შესაძლებლობები, გაიზრდება მუსიკის საგნის მიმართ ინტერესი, გაკვეთილზე ჩართულობა და ამაღლდება მოტივაცია.

-

მინდა დავამთავრო ბერძენი ფილოსოფოსის პლატონის სიტყვებით: "მუსიკა სამყაროს აძლევს სულს, გონებას-ფრთებს, შენს ფანტაზიას-ფრენის საშუალებას, ცხოვრებას კი-ყველაფერს".

*

სსიპ გრიგოლ კობახიძის სახელობის N77 საჯარო სკოლის III კლასი

*


----------------------------------------------------------------------------------------------------------

პედაგოგი - დალი დოლიძე

სსიპ თბილისის #77 და #126 საჯარო სკოლა





0
234
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0