x
image
ელენე გუმა
"ძმებო მეგრელებო, რა გჭირთ, ხალხო, აზრზე მოდით, სად დაკარგეთ კოლხური თავმოყვარეობა?!"

image

ჟურნალისტი ხათუნა საგინაშვილი სოციალურ ქსელსი სტატუსს აქვეყნებს და ზუგდიდელებს მიმართავს.


როგორც საგინაშვილი წერს, სანდრა გახდება ზუგდიდის მერი, მერე ამ ტრამპლინს მოჰყვება თბილისის მერობა, მერე პარლამენტის სპიკერობა, მერე... ვინ იცის პრემიერობაც და ჰაი დედასა.


"ხომ, აი სანდრა გახდება ზუგდიდის მერი, მერე ამ ტრამპლინს მოჰყვება თბილისის მერობა, მერე პარლამენტის სპიკერობა, მერე... ვინ იცის პრემიერობაც და ჰაი დედასა - ქართველებს გვეყოლება ჰოლანდიელი ქალი ლიდერი, საქართველო კი - ამსტერდამის წითელი ფარნების ქუჩის ფილიალი გახდება და ამგვარად დავიმკვიდრებთ 'სანუკვარ" ადგილს ევროპაში.



ძმებო მეგრელებო, რა გჭირთ, ხალხო, აზრზე მოდით, სად დაკარგეთ კოლხური თავმოყვარეობა და ეროვნული სიამაყე?!"- წერს საგინაშვილი.


ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ ზუგდიდის მერის შუალედურ არჩევნებში კანდიდატად სანდრა რულოვსი წარადგინა.

სანდრა რულოვსი 2016 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. პირველ ტურში ვერც მან და ვერც მმართველი პარტიის კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ ვერ დააგროვეს ხმათა საჭირო რაოდენობა.

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე კი სანდრა რულოვსმა თავად თქვა უარი.

ზუგდიდის მერის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა ლაშა გოგიამ.

შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

0
957
3-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
957
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0