x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ახალგაზრდობის გახანგრძლივება «ჰოლივუდურად»

ამერიკელ ექიმ-დერმატოლოგს ჰაროლდ ლანსერს თავის სახეს ჯენიფერ ლოპესი, ბიონსე, სკარლეტ იოჰანსონი და ბევრი სხვა ვარსკვლავი და ცნობილი ადამიანი ანდობს.


image


აქ თავის მოვლის 20 მთავარ რეკომენდაციას გთავაზობთ, აშშ-ში ყველაზე ცნობილი დერმატოლოგ-კოსმეტოლოგისგან:



1. პირი ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნით დაიბანეთ


image


რა თქმა უნდა, ეს ყოველდღიურ კოსმეტიკურ რიტუალად არ უნდა გადაიქცეს. მაგრამ, თუ სახის კანი გაღიზიანებული გაქვთ და სპეციალური სამკურნალო საშუალება ხელთ არა გაქვთ — პირი შამპონით დაიბანეთ. ქერტლის საწინააღმდეგო შამპონის შემადგენლობაში თუთიის პირიტიონი შედის, რომელიც საუკეთესო საშუალებაა ანთების საწინააღმდეგოდ.

პრობლემური კანის შემთხვევაში, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, შამპუნით სახის დაბანა კვირაში ერთხელ შეიძლება.



2. მოასწარით 60 წამში


წაისვით დამანოტიავებელი საშუალება დაბანვისთანავე, რადგან 60 წამის შემდეგ, სხეულზე დარჩენილი წყლის თხელი აპკი ორთქლდება და კანი ტენის დაკარგვას იწყებს.



3. კბილს კბილზე ნუ დააჭერთ


image


კბილების ერთმანეთზე დაჭერას, 3 უარყოფითი შედეგი მოჰყვება: ფუჭდება კბილის ემალი, პირის კუთხებში ნაოჭები ჩნდება და სახის ოვალი ფუჭდება. იმ შემთხვევაში, თუ ძილში კბილებს აკრაჭუნებთ, ძილის წინ, პირში სპეციალური სილიკონის «კაპა» ჩაიდეთ, ისეთი როგორიც მოკრივეებს აქვთ, მაგრამ უფრო რბილი და კრაჭუნის მავნე ჩვევა, დროთა განმავლობაში, გაქრება! ასევე, არ არის რეკომენდირებული სელფის გადაღებისას ტუჩების კოცნის მდგომარეობაში დაფიქსირება.



4. ნუ მიიღებთ ალკოჰოლს ეპილაციის წინ


ჭიქა ღინიო ან კოქტეილი ეპილაციის პროცესი უფრო მტკივნეულს და ნაკლებად ეფექტურს ხდის.



5. აუზში ან ზღვაში ჩასვლის წინ, თმა დაისველეთ


image


ვიდერ ქლორიან აუზში ან მარილიან ზღვაში ჩახვალთ, თმა სასმელი წყლით დაისველეთ. ის შეავსებს ადგილს თმის ღეროს შრეებს შორის და მასში ქლორი და ზღვის მარილი ვეღარ შეაღწევს.



6. არაჟანი უკეთესია, ვიდრე კრემი რუჯის შემდეგ


არაჟანი შეიცავს საკმარისი რაოდენობის ცხიმებს, საიმისოდ რომ კანი დაარბილოს. მასში არსებული რძემჟავის კომპონენტი აგრილებს და ამშვიდებს კანს და არანაირ ალერგიას არ იწვევს! წაისვით, გაიჩერიეთ 20−30 წთ. და დაიბანეთ გრილი ან ცივი წყლით.



7. ნუ გამოიყენებთ ბამბის დისკებს



image


ტონალური კრემი თითით დაიტანეტ. ასე მხოლოდ კოსმეტიკური საშუალების ეკონომიას კი არა, მისი მოქმედების ეფექტსაც გააძლიერებთ. ყველა სახის ბამბა ღრუბელივით არის და იმაზე მეტს იწოვს, ვიდრე უკან აბრუნებს. ამიტომ, კოსმეტიკის გარკვეული ნაწილი იკარგება. ეს ეხება სახის ტონიკსაც: საკმარისია ერთი წვეთი დაიწვეთოთ ხელის გულზე და სახე ისე დაიბანოთ.



8. მშრალად გაიპარსეთ


ქალბატონების უმრავლესობა, ფეხებს ყოველთვის სველ მდგომარეობაში იპარსავს. ბევრად უფრო ეფექტურია, კარგად გამშრალი, ოდნავ დაჭიმული კანის ფრთხილად გაპარსვა. ხოლო შემდეგ, კრემის დატანა. ასეთ შემთხვევაში, კანი ნაკლებად გაღიზიანდება და ბეწვი აღარ ჩაბრუნდება.



9. ყოველთვის ისარგებლეთ პრაიმერით (მაკიაჟის ბაზა)


image


ქიმიური შემადგენლობის მიხედვით, ნეიტრალური ბაზა დაგიცავთ კანის გამოშრობისგან, რომელიც სხვადასხვა სახის ტონალურმა საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს. ხოლო, თუ კანი ცხიმიანია, ბაზა ფორებს დაიცავს, მასში კრემის ნაწილაკების მოხვედრისგან და სახეზე გამონაყარის გაჩენის რისკი შემცირდება.



10. წყალი — მხოლოდ ოთახის ტემპერატურის


შეეცადეთ სასმელად და დასაბანად გამოიყენოთ ოდნავ თბილი წყალი. მეტისმეტად ცხელი ან ცივი წყალი სახის კანის გაუწყლოებას იწვევს, რაც თავის მხრივ, მის სიმშრალეს და დაჭიმულობის შეგრძნებას იწვევს. ასეთ რეჟიმზე გადასვლა ადვილი არ იქნება, მაგრამ მალე მიხვდებით, რომ კანისთვის, ოპტიმალური სწორედ ოთახის ტემპერატურის წყალი არის.



11. თმა სოდით დაიბანეთ


image

თუ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე იყავით, და თმის ვარცხნილობის გაკეთების დროს სხვადასხვა სახის გელი და ლაკი გამოიყენეთ, თმის დაბანისას, ჩვეულებრივი დაბანის საშუალებები, შესაძლებელია, საკმარისი არ იყოს. ამიტომ, დაამატეთ შამპუნს 1 კოვზი საკვები სოდია და ისე წაისვით თმაზე. ის მთლიანად მოგაცილებთ, ვარცხნილობის გაკეთებისას გამოყენებული საშუალებების ნარჩენებს და თმას ბუნებრივ სახეს დაუბრუნებს.



12. კბილები გაიხეხეთ საუზმემდე


ამ შემთხვევაში, ღამის განმავლობაში, კბილებზე დაგროვილი ბაქტერიების ნადები ორგანიზმში არ მოხვდება. სახის კანი, ვინც კბილებს საუზმემდე იხეხავს, ბევრად უკეთესად გამოიყურება, ვიდრე მათი, – ვინც ამას საუზმის შემდეგ აკეთებს.



13. ნუ შეიძენთ ტონალურ კრემს SPF-ს შემცველობით


image


თუ ყოველდღიურად სარგებლობთ მზის დამცავი კრემით, რომელიც SPF-ს შეიცავს, ან ეს ნივთიერება შედის თქვენი დღის კრემის შემადგენლობაში, მაშინ ნუ შეიძენთ ტონალურ კრემს იგივე ნივთიერების შემადგენლობით. ის კრემის ტექსტურას კიდევ უფრო გაასქელებს, რაც დიდი დატვირთვა იქნება კანისთვის.

იდეალური ვარიანტია — ВВ ან СС-კრემი: მოვლა, დატენიანება და შენიღბვა.



14. მოაწყეთ განტვირთვის დღე


განტვირთვის დღე მაკიაჟისგან – მხოლოდ დატენიანება, კვება და დაცვა. ასეთი დღეების მოწყობა, თუნდაც, კვირაში ერთხელ, სახის კანის დასვენება-აღდგენისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა.



15. კანის მოვლის არსენალში აუცილებლად ჩართეთ ქოქოსის კოსმეტიკური ზეთი (კარაქი)


image


ქოქოსის ზეთი მართლაც რომ საოცარი კოსმეტიკური საშუალებაა. გარდა იმისა, რომ ის ყველა ტიპის კანს ძალიან უხდება — მისი გამოყენება როგორც სახის ნიღბის, ისე ტანის და ფრჩხილების კრემის სახით შეიძლება. გარდა ამისა, ის დაზიანებული თმის აღდგენის და კვების საუკეთესო საშუალებაა.



16. კვების რაციონიც მნიშვნელოვანია


შეამცირეთ რძის პროდუქტების, მარილის, გლუტენის, რაფინირებული ნახშირწყლების და შაქრის მოხმარება.

საკვების მიღების ყოველ ჯერზე, მიირთვით ბოსტნეული. შეიყვარეთ კიტრი: დიდი რაოდენობის წყალი და მის ქერქში სილიციუმის არსებობა – საუკეთესო დამატენიანებელი საშუალება და კოლაგენის სინთეზის საუკეთესო დამხმარეა. მიირთვით რაც შეიძლება მეტი А, С და Е ვიტამინის შემცველი პროდუქტები.



17. შეზღუდვა სასმელზე


image

დაივიწყეთ კოფეინი.

შეომიფარგლეთ კვირაში 2-3 ბოკალი ღვინით და არანაირი მაგარი სასმელები.



18. ვარჯიშიც აუცილებელია


ყოველდღიურად გამოყავით დრო ფიზიკური ვარჯიშებისთვის, თუნდაც მხოლოდ 10 წუთი.



19. მოერიდეთ სტრესს


image


«მე კარგად ვიცნობ ჩემი ყველა პაციენტის კანს. მათი კანის მდგომარეობით, შემიძლია ზუსტად განვსაზღვრო, კარგად ჩაიარა, თუ არა მოლაპარაკებამ, წარმატებული იყო, თუ არა ფილმის პრემიერა ან მოდების ჩვენება. ხან იმისთვის, რომ იყო დერმატოლოგი, ფსიქოთერაპევტობაც აუცილებელია».



20. ძილის მნიშვნელობის იგნორირება არ შეიძლება


«როდესაც ძილის ნაკლებობას განიცდით ნერვიულობის, სტრესის ან ფიზიკური დატვირთვის გამო, სხეულის აღდგენის მექანიზმი ზიანდება, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს კანისთვის. ყველა უნდა შეეცადოს, დღე-ღამეში, მინიმუმ 6 სთ. დაიძინოს, იდეალურ ვარიანტია – 8 საათია».


P. S. ადამიანს, და საერთოდ, ყველა ცოცალ არსებას, იმისთვის რომ იცოცხლოს, ჟანგბადთან, წყალთან და საკვებთაე ერთად, ძილიც ესაჭიროება. ძილი, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის და კეთილდღეობის სასიცოცხლო მაჩვენებელია. ჩვენ ცხოვრების მესამედს ძილზე ვხარჯავთ და «ჯანმრთელი ძილის» მდგომარეობა, მნიშვნელოვანი საკითხია მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე.


image


ის, რომ კარგად გამოძინება ძალიან მნიშვნელოვანია, ყველასთვის ცნობილია. მაგრამ, ყველასთვის არ არის 8 საათიანი ძილი პრიორიტეტული. ის რეკომენდირებულია მხოლოდ ზრდასრული ადამიანისთვის. ბევშვებს, 18 წლამდე უფრო მეტი უნდა ეძინოთ, ხოლო მოხუცებს – ნაკლები. გაგრძელება >>>

imageimageimageimageimageimageimage








0
329
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
329
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0