x
image
ეკატერინე რამიშვილი
აუდიენცია- კანიბალის სურნელი

ამ რეპორტაჟში არც რომანის განხილვას შევუდგები და არც მისი ავტორის წარდგენას, რადგან ახლა მხოლოდ იმ პერსონალური სუნამოს პრეზენტირებას შევეცდები, რომელსაც ნაირგვარი სურნელის ფონზე ეს მოკრძალებული ბუწიკი ყვავილების დედაქალაქში გვთავაზობს. ალბათ ბავშვობაშიც და მერეც, ასე სიყმაწვილის პერიოდში ყველას გვქონდა სუნამოსადმი მოჭარბებული ლტოლვა და მიდრეკილება, რომ ერთ მშვენიერ დღეს თავადაც გავხდეთ საკუთარი ესენციის არათუ მფლობელი, არამედ მისი ავტორიც და თქვენ წარმოიდგინეთ- ოცნებები ნიუ-იორკში მხოლოდ როდის ხდება, არამედ ამ ანტიკურ საისტორიულო ქალაქში შეგიძლიათ, რომ სუნამოს დამზადების წესი 180 ევროს ფარგლებში შეისწავლოთ და საკუთარი პროფუმოს შექმნისთვის კი სულ რაღაც 1050 ევრო გადაიხადოთ და სანუკვარ ოცნებასაც შეასხათ რეალობის ფრთები, რომ თავადაც გახდეთ მისი საფირმო თანაავტორიც, რომელიც უკვე კლიენტს ნაირგვარი და მრავალფეროვანი არომატის ჩამონათვალს სთავაზობს.რეპორტირების დროს ჩემმა იტალიურის პედაგოგმა გამიმხილა (რომლის გიდობიდაც მოვხვდი იქ), რომ მადმუაზელის სურნელს ყოველთვის თან ატარებს ჩანთაში და სავარაუდოდ აქ წარმოდგენილი სუნამოების რიცხვს მისი სეხნია ფლაკონი მიემატება, რომლის დიზაინერიც თავად ვიქნები ცხადია, მაგრამ რა შუაში აქ კანიბალის სურნელი- რომანის ჩაკითხვის შემდეგ ალბათ მიხვდებით და საკუთარ პარტნიორსაც ისე აირჩევთ, რომ შემდეგ არ შემოგაკვდეთ და მერე კი სხვას შემოგეჭამოთ.რაში დაჭირდა ზუსკინს მსგავსი წიგნის რომანიზირება საყურადღებო ფაქტია ესეც ნამდვილად და ზოგადად ადამიანების სპეციფიკური სუნის ისტორია და მათი გემოვნება და ერთმანეთისადმი აპეტიტი.


ჯორჯიანა

ფირენცე/იტალიაპროფუმო

0
12
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკატერინე რამიშვილი
ეკატერინე რამიშვილი
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0