x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რომის პაპის საკონფერენციო დარბაზის საიდუმლოება- ემსახურება თუ არა პონტიფიკი რეპტილიოდებს?
image
როდესაც ადამიანი გაიგებს, თუ რას წარმოადგენს ვატიკანის პაპის საკონფერენციო დარბაზი, ის შეიძლება შოკში ჩავარდეს. დარბაზში შედის ელემენტები, რომლებსაც ზოგიერთი ადამიანი რეპტილიებს უკავშირებს. არის თუ არა ეს პარეიდოლია, თუ შემჩნეული ეფექტია?

პაპის საკონფერენციო დარბაზი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც პავლე VI -ის საკონფერენციო დარბაზი, ანუ პაპის აუდიენციის დარბაზი, რომლის ნაწილი მდებარეობს ვატიკანში და ნაწილი რომში, არის პაპი პავლე VI- ის სახელობის ობიექტი და 1971 წელს იტალიელი არქიტექტორის პიერ ლუიჯი ნერვის მიერ იქნა აშენებული. დარბაზი იტევს 6300 ადამიანს. დაპროექტებულია რკინა-ბეტონის გამოყენებით. არქიტექტორი ცნობილია თავისი მარტივი, პრაქტიკული, საიმედო და გამძლე პროექტებით. შესაძლებელია, ეს პროექტი შეიცავდეს რაიმე ინფორმაციას.image
როგორც ხედავთ, სურათზე ზემოთ არის ორი ფანჯარა შენობის ორივე მხარეს, რომელიც გავს თვალებს. ისინი დამზადებულია ფერადი მინით და მდებარეობს ორივე მხარეს დაახლოებით შუა სიგრძეზე. თვალის ფორმის ცენტრში შეგიძლიათ იხილოთ ქვეწარმავლის მსგავსი ბზარი.

პროექტის ფარული აზრის გასაგებად, უმჯობესია, ორივე თვალს ერთდროულად შეხედოთ. მხოლოდ ასე შეძლებთ იხილოთ ამ შენობის ნამდვილი ფორმა და გაიგოთ შენობის საიდუმლო- ქვეწარმავალი ორი თვალი, რომელიც თქვენ გიყურებთ.
image

ცენტრში არის რაღაც ქანდაკების მსგავსი. შენობა ზოგადად გავს ქვეწარმავლის თავს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ყველაფერი დაპროექტებული და აშენებული იქნა სპეციალური მიზნით. შენობა აშენდა ისე, რომ პაპი პირდაპირ საუბრობს ქვეწარმავლის პირიდან. ეს შეიძლება რთული გასაგები იყოს ზოგიერთი ადამიანისთვის, მაგრამ სიმბოლიზმი გველი, აშკარაა ამ შემთხვევაში. რა შეიძლება იყოს ამ ექსცენტრიზმის მიზეზი?


ცნობილი შეთქმულების თეორიის მიხედვით, მსოფლიო კონტროლირდება ხვლიკისთავიანი არსებებით. დიდი ხანია ითვლება, რომ ისინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით აკონტროლებენ პოლიტიკოსებს. როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ბევრს სწამს ეს ამბავი. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ისინი არამიწიერი არსებები არიან, მაგრამ არსებობს მოსაზრებებიც, რომ ისინი დედამიწის თავდაპირველი მმართველები, ევოლუციაგამოვლილი დინოზავრები არიან. პოლიტიკოსებმა ეს იციან, მაგრამ არ ამხელენ.

კანადის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, პოლ ხელერმა ერთხელ საჯაროდ აღიარა, რომ ბოლო ათასწლეულის განმავლობაში დედამიწას სულ ცოტა ოთხი სხვადასხვა არამიწიერი წარმოშობის სახეობა ეწვია. ჩვენს ცივილიზაციაზე ქვეწარმავლისთავიანი არსებების გავლენის თეორია არ არის ახალი. ის მრავალი ქვეყნის ტრადიციებსა და კულტურაში გვხვდება. ცნობილი ბრიტანელი მწერლალი დავით იკე თავის ნაწარმოებებში ამ თემის პოპულარიზაციას ხშირად ეწეოდა.

რეპტილიური სიმბოლიზმი არის ყველგან, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვერ შევიცნობთ ამას. პაპის საკონფერენციო დარბაზი ამის კარგი მაგალითია.მსოფლიო რელიგია გამოიყენება მასების გაკონტროლებისთვის. ამრიგად, ლოგიკურია, რომ უცნობი რეპტილიური რასა აკონტროლებს ყველაფერს, მათ შორის, მსოფლიო პოლიტიკასაც.

2
479
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
479
  
2019, 9 ივნისი, 10:51
... და რათქმაუნდა , მათი ერთ - ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი რომის პაპი და კათოლიკური ეკლესიაა
2019, 9 ივნისი, 10:48
ამის შესახებ ბევრჯერ წამიკითხავს. რეპტილოიდური რასა - ეს სატანის მოდგმაა, მსოფლიო ელიტაა, რომელიც სწორედ,მსოფლიო ბატონობისკენ იღწვის. მათ მიეკუთვნება მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები, ბრიტანეთის დედოფალი და ბევრი ცნობილი ფიგურა.მათი ამოცნობა თვალების უცნაური მოქმედებით, უცნაური გამოხედვით შეიძლება1
0 1 2