x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"მესამე დღეა, ვკითხულობ თქვენს კომენტარებს..."-ნოე სულაბერიძე საზოგადოებას მადლობას უხდის

image

პროდიუსერი, ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე მისი და ჯანეტის (მეუღლის) ბედნიერების გაზიარებისთვის საზოგადოებას მადლობას უხდის და თავადაც ყველას ბედნიერებას უსურვებს. მისივე თქმით, ხალხის მხრიდან ასეთი დიდი დოზით პოზიტიურმა განწყობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
ამის შესახებ სულაბერიძე გადაცემა "პრაიმშოუს" ფეისბუქგვერდზე წერს.
"ბოლო ოთხშაბათის გადაცემაზე განსაკუთრებულად ვნერვიულობდი. მეგობრების დაჟინებული რჩევა რომ არა, სიმართლე გითხრათ, მეუხერხულებოდა პირადი ისტორიის მცირე ნაწილისაც კი საჯაროდ გამოტანა, თუმცა ეს ნაბიჯი მაინც გადაიდგა. მესამე დღეა ვკითხულობთ თქვენს კომენტარებს. ასეთი დოზით პოზიტიურმა განწობამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და ამისთვის, თითოეულ თქვენგანს მინდა გითხრათ ერთი დიდი მადლობა!
ამბობენ, ადამიანებს ჭირში გაიცნობო. პირადი დაკვირვებით მინდა გითხრათ, რომ ლხინში მეტად თუ არა, ნაკლებადაც არ იფილტრება ადამიანი. ასეთ დროს თქვენ მიერ მოწერილი ყოველი კეთილი სიტყვა განსაკუთრებულია. შარშან ძალიან ცუდი წელიწადი მქონდა და ხანდახან მგონია, რომ ჯანეტა დედაჩემის გზავნილია. ამას რომ ვათვითცნობიერებ, კიდევ უფრო მეტად ვგრძნობ, თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ იმას, რაც ასე ძვირფასია ჩვენთვის.

მათ, ვისაც ნაპოვნი გყავთ თქვენი ცხოვრების თანამგზავრი, სიბერემდე ბედნიერებას გისურვებთ. მათ, ვისაც ჯერ არა, მალე გეპოვნოთ და იგივე ემოციები გენახოთ, რაც ჩვენ გვხდა წილად.

მადლობა კიდევ ერთხელ ❤️ "- განაცხადა ნოე სულაბერიძემ.
შეგახსენებთ, "მის სა­ქარ­თვე­ლო" ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლმა და ნოე სულაბერიძემ ხელი დაახლოებით ერთი თვის წინ მოაწერეს.

0
194
შეფასება არ არის
ავტორი:ელენა18
ელენა18
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0