x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საჭმელი ყველაფერია: ქალები Mukbang-ის ახალ მიმართულებას შეუერთდნენ და მთელი ქონება გამოიმუშავეს
კამერის წინ გიგანტური საკვების ჭამით ქალები მთელი ქონების გამომუშავებას ახერხებენ. ეს გართობა სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელდა. ქალებმა საჯარო კვების უცნაური ტენდენცია მომგებიან კარიერად გადააქციეს. უცნაურ კორეულ გართობას სახელწოდებით Mukbang-ს ახლა უკვე ავსტრალიელი ქალებიც შეუერთდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ტანარ იკონტმა ერთ ვიდეოში 500000 ნახვა დააგროვა.

image

რაში მდგომარეობს გართობის განსაკუთრებულობა


ქალებმა ტენდენციის კარიერად გადაქცევა მოახერხეს. ისინი ვიდეოს იღებენ დიდი რაოდენობით საკვებთან ერთად, რომელსაც მთელი ოჯახის დანაყრება შეუძლია. ზოგიერთი მათგანი ამით მთელი ქონების გამომუშავებას ახერხებენ. ზოგი Youtube-ს საკუთარ არხზე თვეში 10 000 დოლარის გამომუშავებას ახერხებს და ამას დღის განმავლობაში რამდენიმე საათიანი გადაღებით ახერხებს.


image

ახლა კორეულ გართობას მაკბანგს ავსტრალიელი ქალებიც შეუერთდნენ. ვიდეოები კამერის წინ სწრაფი კვების პროდუქტების ჭამასა და საუბრებს მოიცავს.

image

„ჭამა ყველაფერია“ - ეს 23 წლის ტანარ იკოტის დევიზია, რომელმაც 20 წუთიან ვიდეოზე 500 000 ნახვა დააგროვა. ვიდეოში kfc-ის ჰამბურგერს, კარტოფილი ფრის, ქათმის ნაგეტს, პოპკორნს, ქათამს და სოუსს ჭამდა. ამ დროში საკუთარ თავზეც მოყვა და იმის შესახებ, რომ ჭამა უყვარს. ტანარის 290 000 გამომწერს ეს ძალიან მოეწონა.

გოგონა ერთ-ერთია იმ ათასობით ადამიანს შორის, რომლებიც სოციალურ კვებას შეუერთდა. გურმანებ საკუთარ სახლში მარტო კამერის წინ ჭამენ.

image

საიდან მოდის სახელწოდება - Mukbang


ტერმინი სიტყვიდან Meok-bang-იდან მოდის, რაც ნიშნავს „საკვების ტრანსლაცია“.

ადამიანები ჩვეულებრივ კამერის წინ დროს ატარებენ, სანამ ისინი მთელ თეფშს არ დაამთავრებენ. ამ საკვებით მთელი ოჯახის დანაყრება შეიძლება. ბლოგერები ფულს რეკლამების, ფანატების შემოწირულობისა და კორპორატიული სპონსორებისგან ღებულობენ.

რაციონში შედის ყველაფერი, მაგალითად ცხარე ლაფშა, პიცა, ჰამბურგერი, შემწვარი ქათამი, ზღვის პროდუქტები. ზოგჯერ სწრაფი კვების პროდუქტებიც.

image

Mukbang-ის ფილოსოფია


2014 წელს სეულის მოქალაქემ, პაკ სუნი სამსახურიდან წამოვიდა, რომ პირდაპირ ეთერში ტრანსლირება გაეკეთებინა. ამასთან საკვებს დიდი პორციებით ჭამდა. ქალმა რეკლამებითა და შემოწირულობით თვეში 10 000-ზე მეტი დოლარის გამომუშავება მოახერხა.

კომპანია Dateline-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს ტენდენცია არა მხოლოდ მომგებიანი საქმიანობა, არამედ მარტოობის ფართოდ გავრცელების ნიშანია.

image

ჩამპ იანი, მუკბანგის მიმდევარი თვლის, რომ ეკონომიკურმა კრიზისმა და უმუშევრობის ზრდამ გამოიწვია ის, რომ სამხრეთ კორეის მაცხოვრებლები ცხოვრობენ, საკვებს ამზადებენ და მარტო ჭამენ. ისინი მსგავსი ყურების დროს თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ. საკვები რეალობიდან გაქცევის ერთგვარი ხერხია. საკვები მათ კურნავს.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. საუკეთესო რჩევები „ფინანსური მოცარტისა“ და ევროპაში ნომერ პირველი კონსულტანტის ბოდო შეფერისგან

image

2. დანაზოგის გაზრდის 5 გზა, რომელსაც ყველა იაპონური ოჯახი იყენებს

image

3. 10 რამ, რასაც მხოლოდ ღარიბი ადამიანი აკეთებს, მდიდარი - არასდროს

image

4. სასაცილო სამუშაო პოზიციები მთელ მსოფლიოში, რომლებიც ნამდვილად არსებობს

image

5. გოგონამ დაკრძალვაზე ფულის გამომუშავების უჩვეულო გზა მოიფიქრა. ხელმომწერებმა იდეას მხარი დაუჭირეს

image

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
259
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
259