x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
დედამიწის მაგნიტური ფარი ბარაბანივით ხმაურობს- ამბობენ მეცნიერები
image
მეცნიერებმა პირველად შეძლეს დედამიწის მაგნიტური ფარის ვიბრაციის დაფიქსირება. მათ დაამტკიცეს, რომ ჩვენი პლანეტის მაგნიტური ფარი ხმაურობს, როგორც ბარაბანი მზის ქარის ძლიერი იმპულსების გავლენის გამო. კვლევის შედეგები წარმოდგენილია ჟურნალში "ბუნების კომუნიკაციები."

"ითვლებოდა, რომ ვიბრაცის დაფიქსირება შეუძლებელი იყო, რადგან მათი არსებობის მტკიცებულება არ არსებობდა 45 წლის განმავლობაში, იმ დროიდან, რაც თეორეტიკოსების მიერ იყო შემოთავაზებული."- ამბობს ლონდონის დედოფალ მარიას სახელობის( დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის კვლევის ხელმძღვანელი მარტინ არჩერი.

დედამიწის მაგნიტური ველი არის საზღვარი მაგნიტოსფეროთან, რაც გვიცავს კოსმოსის მავნე რადიაციული გამოსხივებისგან. ძირითადად, აქედან წარმოიქმნება მზის ქარი - მზისგან ამოფრქვეული დამუხტული ნაწილაკები.

ორმოცდაათი წლის წინ, გამოითქვა ვარაუდი, რომ დედამიწის გარე საზღვრაზე პლაზმური დარტყმების შედეგადად გავლენა ვრცელდება მის ზედაპირზე და შემდეგ ეს აისახება მაგნიტური პოლუსების დაახლოებაზე.


ორიგინალური და არეკლილი ტალღების ურთიერთქმედება იწვევს მდგარი ტალღის ჩამოყალიბებას, სადაც გარკვეული წერტილები უძრავად ფიქსირდება, თუმცა, ამ დროს, როგორც სხვები ვიბრაციას განიცდის წინ და უკან.

ამგვარი პროცესის მტკიცებულების აღმოჩენა ვერ მოხერხდა იქამდე, სანამ ნასას თანამგზავრები არ შევიდნენ საქმეში. ერთხელაც, სივრცეში სწორ ადგილას და საჭირო დროს წარმატებული მდებარეობით, ძლიერმა პლაზმურმა ნაკადმა შეაღწია დედამიწის მაგნიტურ ველში.image

ამ ბედნიერი მომენტის კვლევით მეცნიერებმა შეძლეს დაეფიქსირებინათ რყევები საზღვართან და დედამიწის მაგნიტურ ფარში წარმოქმნილი ხმები, რაც სრულად შეესაბამება თეორიას და შესაძლებელს ხდის გამორიცხოს ყველა სხვა შესაძლო ახსნა.

"სხვა პლანეტებს, როგორიცაა მერკური, იუპიტერი და სატურნი, ასევე აქვთ მსგავსი მაგნიტური ფარი, ამიტომ, იქაც ხდება დედამიწის მსგავსი ვიბრაცია. იმის გასაგებად, თუ რამდენად ხშირად ხდება დედამიწის ფარის ხმაური და რა შედეგები მოყვება ამას, უნდა გაგრძელდეს დაკვირვება თანამგზავრებისა და დედამიწაზე არსებული ინსტრუმენტების გამოყენებით. " - დასძენს კვლევის ავტორი.





0
124
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0