x
აუდიენცია- მატრონა

მზია და ზეზვას გვირაბში გასვალას ნაკლებჭარბწონიანი ფიგურა და თამამი ხასიათი სჭირდება, რათა ცალკეულმა ნუდების სასქესო ორგანოს არ შეეხოს და პირისპირ მდგომი პირობითად ასკი და ემბლას სილუეტიც უნებლიედ არ აღაგზნოს, რომ ლაივში განვითარებული აქტი ქვის სროლით არ დასრულდეს და ვიზიტორებმაც გამოფენა ექსცესების გარეშე დაათვალიერონ.ხელოვანი მარინას ამ მეტად აღვირახსნილ იდეებსა და მოტივაციას ერთი მაინც გამორჩეულად უნიკალური მიგნება უძღვის წინ, რომლის ფონზეც თვით დიასახლისები და მათი ყოველდღიური რუტინა მუზეუმში დაცულ ექსპონატებად იქმნება და ბიძგია მათთვისაც, რომ ე.წ. ბანალურ ატმოსფეროშიც კი, ისინი ესთეტიკური ხელოვნების სადა ნაწილი გახდენენ და მათმაც მრავალფეროვნად გარდასახვა მოახდინონ არტისტულ ფაზაში და ასევე განიცადონ შემოქმედებითი თერაპია დაჩაგრული ქალის როლის წინააღმდეგ და საქმიან ფორმატში მოტივირებულებმა სტრესის გარეშე განაგრძონ ალტერნატიული რეალობის კურსიც და ფორმატიც, რომ მათი იერ-სახე თავსაფრიანი დედაკაცისა და მონა ქალის იმიჯს ბუნებაში რადიკალურად გაცდნენ და ცხოვრებაშიც უკეთესი პერსპექტივა დაიმკვიდრონ. სტროცის პალაცოში დაგეგმილ გამოფენას დღის განმავლობაში უწყვეტი ნაკადი სტუმრობდა და თავადაც სამ საათიანი რიგში მდგომს მომიწია ბილეთის შეძენა, რაც აქამდე არცერთ გამოფენაზე დამჭირვებია მსგავსი დროის ხანგძლივობა ჩემი ვიზიტორობის დროს.საკამათოა მნახველებთა უწყვეტი ტალღა არტისტის უშუალოდ ღირებულმა ექსპონატებმა გამოიწვია თუ მის მიერ პროვოცირებულმა პერფორმანსმა, რომელმაც ასევე პოლიტიკური სარჩულის ქვეშ ფარდა ახადა ტაბუდადებულ თემებსა და იმ კომპლექსებს, რაც კომუნისტური წყობის დროს აკრძალულ ხილად ითვლებოდა და შესაბამისად მათზეც მხოლოდ საბნის ქვეშ ჩურჩულებდნენ, მაგრამ ერთი რამ დაბეჯითებით შემიძალია ვთქვა, რომ თვითონაც რეპრესირებულმა და დეპრესირებულმა ყვირილითა და ძროხის წველით მოახერხა- როგორც საკუთარი თავის თვითრეალიზება, ასევე დასნეულებული აუდიტორიის მკურნალობა და მათი მოციონი, მაგრამ კრიტიკისთვის მაინც ვიტყვი:- როგორც პროფესიონალს უკმარისობის განცდა დამრჩა, რომ გაშლილ თეთრ მატრასზე ადამ და ევას ვნების ცოდვანი ლაივში ვერ ვიხილე გადასაღებად.

ჯორჯიანა

ფირენცე/იტალიამატრონა

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე რამიშვილი
ეკატერინე რამიშვილი
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0